x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ვალერი მელაძის ქალიშვილი თხოვდება
imageრუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილი ინგა, რომელიც 24 წლის არის, თხოვდება. მისი რჩეული ინდური წარმოშობის მაროკოელი ტელეჟურნალისტი - ნორი ვერგიზია,
რომელიც ოქსფორდში სწავლისას გაიცნო და შეუყვარდა. ნორი ყველა სხვა დანარჩენთან ერთად ინგას კულინარიულ შესაძლებლობებსაც აღნიშნავს, რაც მამას არასდროს უთქვამს. როგორც აღმოჩნდა, ინგას ლონდონში სწავლისას, პარალელურად სამთვიანი კულინარიის კურსიც აქვს გავლილი. ახალგაზრდა ჯურნალისტის მიზანი ტელეკომპანია „ალ ჯაზირაში“ მუშაობაა და ამისთვის ძალიან ბევრს შრომობს. ნორიმ ინგას მაროკოში მოგზაურობისას თხოვა ხელი და უკვე აჩუქა ბეჭედი დიდი ძვირფასი ქვით და ინგამ მალევე დადო მისი ფოტო ინსტაგრამზე.


image

ქორწილისთვის მზადება დაწყებულია და წყვილი რუსული მედიის ყურადღების ცენტრშია, რაზეც უკვე არაერთ გამოცემაში დაიწერა. თუმცა, მამისგან განსხვავებით, ინგას მიზანი პოპულაობა არ არის და ყოველთვის ერიდება კამერებსა და ჟურნალისტებს, რადგან სურს, მშვიდად იცხოვროს.


image


image



image


აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ რუსულ ვებ.გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვალერი მელაძეს და მის მეუღლეს ძველმოდურებს უწოდებენ, რადგან ისინი თავიანთ ქალიშვილს ქორწინებამდე ნორი ვერგიზთან ერთად ცხოვრების უფლებას არ აძლევდნენ მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთი წლებია უყვართ და ეს სიახლე არავისთვის ყოფილა.


1
827
7-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
827
  
2015, 22 ოქტომბერი, 23:31
კაი გოგო ყოლია)
0 1 1