x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არის თუ არა იაპონელი მხატვრის ნახატი რასისტული ?
ერთი თვის წინ იაპონელმა მხატვარმა თავის Facebook პროფილზე გამოაქვეყნა სირიელი გოგონას მულტიპლიკაციური ფოტო

წარწერით : "მე მინდა უსაფრთხო და სუფთა ცხოვრება, გემრიელი და უფასო საკვები,

ლამაზად ჩაცმა და მდიდრულად ცხოვრება, სხვების ხარჯზე... ამიტომაც მე მაქვს

იდეა, მე გავხდები დევნილი"


image

მის პოსტს მალევე მოჰყვა გამოხმაურება, შეიქნმა სპეციალური ჯგუფიც, რომელსაც 10, 000-ამდე ხელმომწერი ჰყავს, მათ გამოაქვეყნეს პეტიცია, მოწოდებით :"არ დავუშვათ რასიზმი!" ისინი მხატვრისგან ბოდიშის მოხდას მოთხოვენ და Facebook-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ დაბლოკონ აღნიშნული პოსტი, რადგან ის და შეურაწყოფს სირიელ ლტოლვილებს.

იაპონური გამოცემის Japan Times- ის ცნობით, პეტიციის ავტორების მოწოდების

მიუხედავად Facebook-ს აღნიშნული პოსტი არ დაუბლოკავს, თუმცა სურათის ავტორმა

თავად წაშალა საკუთარი გვერდიდან.

სურათის ავტორის, ტოშიკო ჰასუნის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ამ პეტიციას

აწერენ ხელს მემარცხენე ძალები არიან და უკვე დიდი ხანია მის საქმიანობასთან

წინააღმდეგობრივი დამოკიდებულა აქვთ.

იგი ამბობს, რომ ეს ნახატი და წარწერა არ გამოუქვეყნებია კონკრეტულად რომელიმე ქვეყნის ან რასის დასამცირებლად, თუმცა აღიარებს რომ ამ ნახატის შექმნა 6 წლის სირიელი გოგონას ფოტომ შთააგონა, რომელიც ფოტოგრაფმა ჯონათან ჰიამსმა ლიბანის ლტოლვილთა ბანაკში გადაიღო.

ტოშიკო ჰასუნი:

მე არ ვუარყობ, რომ რეალურად მართლაც არსებობენ უმწეო და

გაჭირვებული ლტოვილები,

მე ვუარყობ იმ ყალბ"დევნილებს" რომლებიც თითქოს მსხვერპლნი არიან და

ცდილობენ სარგებელის მიღებას, სხვების ხარჯზე.

image

image

იაპონიის ხელისუფლება პირობა დადო რომ სირიელ და ერაყელ ლტოლვილებს 810მილიონი დოლარით დახმარება, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ, უარი განაცხადა ლტოვილების შეფარებაზე, გასულ წელს იაპონიამ 5000 თავშესაფრის მაძიებლიდან, მხოლოდ 11 შეიფარა, აღსანიშნავია რომ იაპონია არის ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად ერთგვაროვანი ქვეყანა მთელს მსოფლიოში და სხვა ქვეყნის

მიგრანტების შეფარების საკითხის საკამოდ რთულად დგას.



0
93
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0