x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
თურქეთი რუსეთს დაემუქრა, რომ რუსულ გაზს აღარ იყიდის

imageთურქეთი რუსეთს დაემუქრა, რომ რუსულ გაზს აღარ იყიდის. როგორც "ნტვ რუ" იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
"თურქეთი რუსული გაზის მთავარი მყიდველია. თუ საჭირო გახდა, გაზს სხვა ადგილებიდანაც მივიღებთ. ეს რუსეთისთვის დიდი დანაკარგი იქნებოდა", - განაცხადა ერდოღანმა.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ თურქეთი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ რუსეთთან გაფორმებულ კონტრაქტს გაწყვეტს.

"თუ ატომურ ელექტროსადგურ "აქუიუს" რუსები არ ააშენებენ, მას სხვები ააშენებენ", - განაცხადა ერდოღანმა.

ურთიერთობა თურქეთსა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 და 4 ოქტომბერს რუსული სამხედრო თვითმფრინავები თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. ერდოღანის თქმით, მისთვის მოსკოვის განმარტებები მომხდართან დაკავშირებით არადამაჯერებელია, თუმცა რუს კოლეგასთან ინციდენტზე საუბარს ჯერჯერობით არ აპირებს.

0
111
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0