x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება

image"სიენენის" ცნობით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ამის შესახებ ტელეკომპანია, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. პენტაგონის მონაცემებით, რუსეთის მთავარი სამიზნე სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციაა. სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად კი, რუსეთი სირიაში ჯარისკაცებსა და შეიარაღებას აგზავნის.
როგორც "სიენენი" აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა სირიის პორტ ლატაკიაში 6 საარტილერიო დანადგარი გააგზავნა. პენტაგონში ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ შეიარაღებას სახმელეთო ოპერაციაში გამოიყენებენ.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს და მხოლოდ ავიადარტყმებით შემოიფარგლება.

0
192
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0