x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ურწმუნო შვილი



ერთ ღვთისმოშიშ კაცს ყავდა ურწმუნო შვილი. მამა ძალიან განიცდიდა, მაგრამ ვერაფრით შეძლო ბიჭისთვის ღვთის სიყვარული ჩაენერგა.image

ერთხელ, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, დაუძახა შვილს და უთხრა:
– შემისრულებ უკანასკნელ თხოვნას?
– რა თქმა უნდა მამა.
– ჩემი სიკვდიდილის შემდეგ, 40 დღის განმავლობაში, ყოველდღე, მინიმუმ 15 წუთით მოდი ამ ოთახში.
– და რა უნდა გავაკეთო?
– არაფერი, უბრალოდ მოდი და დაჯექი სკამზე, ოღონდ ყოველდღე და მინიმუმ 15 წუთით.
– კარგი მამა, გპირდები.
ცოტა ხნის მერე მამა გარდაიცვალა. დასაფლავების შემდეგ ბიჭმა დაიწყო
დანაპირების შესრულება. ის ყოველდღე შედიოდა მამის ოთახში და 15 წუთით
უბრალოდ იჯდა სკამზე. ორმოცი დღის შემდეგ ბიჭი თვითონ მივიდა ეკლესიაში და
გახდა ღრმად მორწმუნე.
მხოლოდ მრავალი წლის მერე გააცნობიერა მან, თუ რა სიბრძნეს შეიცავდა მამის უცნაური ანდერძი.
მამას ესმოდა, რომ ახალგაზრდებს ცხოვრების საკმაოდ სწრაფი რიტმი აქვთ,
რომლის დროსაც ისინი ვერ ასწრებენ ისეთ სულიერ და მარადიულ ღირებულებებზე
ფიქრს, როგორიცაა უფლის სიყვარული, ადამიანის დანიშნულება, ცხოვრების
მიზანი. მაგრამ საკმარისია გარკვეული ხნით შეჩერდნენ, დარჩნენ საკუთარ
თავთან მარტო და მაშინ უფალი მიუკაკუნებს მათ გულებს.


0
375
4-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი პეტრიაშვილი
ნოდარი პეტრიაშვილი
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0