x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მეორე მსოფლიო ომის დროს გაუპატიურებულმა იტალიელმა ქალმა მხოლოდ ახლა მიიღო კონპესაცია
imageსასამართლომ გამოიტანა დადგენილება, მიიღოს ქალმა კონპესაცია მეორე მსოფლიო ომში გაუპატიურების გამო.


98 წლის მოხუცმა ქალბატონმა როგორც იქნა მოიგო გაჭიანურებული საქმე სასამართლოში და მიიღო სახელმწიფოსგან დამსახურებული კონპესაცია.


პირველი საჩივარი ქალბატონმა ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში შეიტანა, მაშინ იგი 75 წლის გახლდათ და აი, ქალბატონი, რომელიც მალე თავის 100 წლიან იუბილეს იზეიმებს, როგორც იქნა დაუსრულებელი სასამართლოების და აპელაციების შემდეგ მიიღებს კონპესაციას იმ დამცირებისთვის, რაც გადაიტანა მეორე მსოფლიო ომის დროს.


1944 წლის მაისის თვეში როზი 27 წლის გახლდათ, ის გახდა მსხვერპლი ჯგუფური გაუპატიურებისა მაროკოელი ჯარისკაცების მიერ ჩოჩარაში, (რეგიონი რომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთში)რომლებიც ფრანგებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ.



გადატანილი ტრაგედიის შემდეგ როზი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ქალს სერიოზული ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, მას რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს.


1992 წლიდან როზის დაუნიშნეს ომგადატანილის მცირე პენსია, თუმცა ქალმა გადაწყვიტა სახელმწიფოსგან მორალური ზარალის ანაზღაურება მიეღო, რომლის რაოდენობასაც ახლა ადგენენ.


ეს გახლავთ იტალიის ხელისუფლების მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი იმ დრამატული და ტრაგიკული ამბების აღიარებისა, რომელიც შორეულ 1944 წელს ჩოჩარაში ხდებოდა.ქალების უმეტესობას ზუსტად ის გადახდა, რაც როზის და მათი ისტორია ტყუპისცალებივით ჰგავს ერთმანეთს.


მსაგავსი ეპიზოდი მოთხრობილია ალბერტო მორავიას პოპულარულ რომანში "ჩოჩარა"და მის მიხედვით გადაღებულ ფილმში, სადაც მთავარ როლებს სოფი ლორენი და ჟან-პოლ ბელმონდო ასრულებენ.

imageimage

0
922
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
922
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0