x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
რა დარღვევები გამოვლინდა რძის პროდუქტების ქართული ბრენდების შემოწმებისას

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელეა ინფორმაცია ეტიკეტირების დარღვევის ფაქტის შესახებ. კერძოდ, რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის მონიტორინგის ფარგლებში მარნეულში მდებარე „სმარტიდან" აღებული შპს „ჯორჯიან მილკის" მიერ წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის (2, 5%-იანი - „მილკო") ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მილკოს" 2, 5%-იანი რძე შეიცავდა როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ ცხიმს, რაც ეტიკეტზე არ იყო მითითებული. ამის გამო „ჯორჯიან მილკი" დაჯარიმდა.
ბიზნესოპერატორს სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და ეტიკეტის შესაბამისობაში მოყვანა დაევალა.
image


რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლიდან (2015 წლის 1 აგვისტოდან) დღემდე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 1418 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელეს. ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა 66 ბიზნესოპერატორი; რძესა და რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის მიზნით გამოკვლეულია 46 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა 4 შემთხვევაში. მათ შორის, ცხიმის პროცენტული შემადგენლობის შეუსაბამობა აღინიშნა „შატილის", შპს "სამგორი ალკოს", „ვოლგოდონსკოეს" ნაღების კარაქსა და „გლეხურ"კარაქში.


imageimage


0
225
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0