x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ყველას ვერ ჩაყრიან ციხეში" - ნიკა გვარამია ქუთაისში რუსთავი2-ის მხარდამჭერების დაკავებაზე

image
ქუთაისში რუსთავი2-ის მხარდამჭერების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება არხის დირექტორმა გააკეთა.

ნიკა გვარამია მომხდარს გმობს და ხელისულფებას ასეთი ფაქტების აღკვეთისკენ მოუწოდებს.

„ეს აქცია იყო თვითდინებით, საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით და რუსთავი2-ს ამაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია და ეს მხრადაჭერა ჩვენთვის ათმაგად უფრო ფასეულია.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც იქ იმყოფებოდა.

"საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეეშვას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ყველა ვითარებაში.

"თურმე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ოჯახებში შეჭრა არის გამოხატვის თავისუფლება და იქ პასუხი არავინ უნდა აგოს, მართლა სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გაკეთებული აქციისათვის შეიძლება პასუხისმგებლობა ვინმეს დაუწესდეს.

"ნუ ეცდებიან ადამიანების შეზღუდვას ამის გამო. რა თქმა უნდა, ვგმობთ ასეთ ნაბიჯებს.

"თუ ფიქრობენ, რომ ეს იყო პირველი და უკანსაკნელი აქცია, ძალიან ცდებიან და მოუწევთ ძალიან ბევრი ადამიანის ციხეში ჩაყრა, რასაც, თავისთავად ცხადია, ვერ გააკეთებენ, “ - აცხადებს ნიკა გვარამია. ინფორმაციას ავრცელებს რუსთავი2 ფეისბუქზე

0
176
2-ს მოსწონს
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0