x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
„NEAსფერო“ სტუდენტებისთვის

imageდღეს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებული სივრცე
შესთავაზა ქართველ სტუდენტებს, სადაც მათ შეძლეს
შეხვედროდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის,
მათ შორის, თბილისის სასწავლო
უნივერსიტეტის, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ა.შ. სტუდენტებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესო შეხვედრა გამართეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გიგლა აგულაშვილთან და გარემოს ეროვნულისააგენტოს ხელმძღვანელთან თამარ ბაგრატიასთან.
გიგლა აგულაშვილის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიზანი უნდა
იყოს ახლგაზრდული რესურსის გამოყენება. ამიტომ, სამინისტრომ გადაწყვიტა ახალგაზრდობა
ჩართოს აქციაში - “მე ვიცავ გარემოს, მე პატრიოტი ვარ!’’
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თამარ ბაგრატიას
განცხადებით, სტუდენტებისთვის „NEA სფეროში“ განსაკუთრებული გარემოა შექმნილი,
სადაც მათ ცოდნისა და გამოცდილების მიღება შეეძლებათ. „ჩვენ ვთვლით რომ უნდა შევუწყოთ
სააგენტოს ფუნქციებთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაციას, რათა ახალგაზრდებმა
სააგენტოს გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად, სააგენტოს მომავალი შექმნან. ჩვენ ყველა
უმაღლეს სასწავლებელთან ვითანამშრომლებთან და მათ სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში
ჩვენი რესურსებით დავეხმარებით“, – ამბობს თამარ ბაგრატია, - “დღეს NEA სფეროს პრეზენტაციაზე უამრავი სტუდენტი და უამრავი ორმხრივი პოზიტიური ემოცია
იყო.ვფქირობ, გარემოს ეროვნული სააგენტოსეს ინიციატივა ბევრ სტუდენტს კიდევ უფრო მეტად შეაყვარებს თავის პროფესიას და ბევრ იმ ახალგაზრდას, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას, ჩვენს რიგებში გადმოვიბირებთ’’.

გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს უმასპინძლებს. მათ როგორც
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ასევე მოწვეული სტუმრები ლექციებსა და სემინარებს ჩაუტარებენ, სტუდენტებს ასევე ექნებათ საშუალება საკუთარი კვლევები და მოსაზრებები გააცნონ ექსპერტებს.

მოკლედ, დღეიდან, გარემოს ეროვნული სააგენტო, ყოველ ხუთშაბათს 18.00 საათიდან სტუდენტებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ გარემოს ეროვნული სააგენტოს
ფუნქციებიდან გამომდინარე, მთთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ,
მოისმინონ სპეციალისტების შეფასებები და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ. “NEA სფერო“
უმასპინძლებს სტუდენტებს და მათ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები,
ასევე მოწვეული სტუმრები ლექციებსა და სემინარებს ჩაუტარებენ. სტუდენტებს ასევე ექნებათ
საშუალება საკუთარი კვლევები და მოსაზრებები ექსპერტებს გააცნონ.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ბელა ჭულუხაძე
ბელა ჭულუხაძე
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0