x
10 საინტერესო ფაქტი პაბლო ესკობარის შესახებ

imageუდიდესი კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის შესახებ უკანასკნელ პერიოდში ბევრი ფილმი და სერიალი გამოვიდა. საზოგადოება ესკობარით ხელახლა დაინტერესდა. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ნარკოტიკების კოლუმბიელი ლორდის შესახებ.
ესკობარს საოცარი ძალაუფლების გარდა დიდი ზეგავლენა ჰქონდა და ამერიკის შეერთებული შტატების კონატრაბანდული კოკაინის 80%-ს აკონტროლებდა. გარდა ამისა, „უოლ სტრიტზე“ მიმდინარე სავაჭრო პროცესებშიც ხოლოდ ის იყო ჩართული.ესკობარის პროდუქტის მოცულობა საკმაოდ დიდი იყო. იგი უზრუნველყოფდა 15 ტონა კოკაიანის ყოველდღიურ მიწოდებას.ესკობარი$25 მილიარდზე მეტ ქონებას ფლობდა. 1989 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ იგი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელა.ერთხელ ესკობარის ოჯახი მთაში მდებარე ფერმაში იმალებოდა, ნარკობარონმა საკუთარი გოგონას სიცივისგან გადასარჩენად 2 მილიონი დოლარი დაწვა.ესკობარი ყოველთვიურად 2500 დოლარის რეზინის სამაჯურებს ყიდულობდა ფულის დასტების შესაკრავად. ესკობარმა ერთხელ კოკაინი თვითმფრინავის საბურავებში გადამალა. პილოტმა ამ რეისისთვის 500 000 დოლარი გასამრჯელო მიიღო.ყოველწლიურად ესკობარის 2 მილიარდ დოლარამდე მოგებას ვირთხები ანადგურებდნენ. ნარკობარონი თავის ფულს ძველ საწყობებსა და სარდაფებში ინახავდა, მოგების 10%-ს კი ნესტი და მღრღნელები ანადგურებდნენ.ესკობარი კოლუმბიის ქალაქ პუერტო ტრიუნოფოში დიდ მიწის ნაკვეთს ფლობდა. დასასვენებელი ადგილი მოიცავდა უზარმაზარ აუზს, ზოოპარკს ბეჰემოთებით, ჟირაფებითა და სპილოებით.ესკობარი დაადანაშაულეს 4000-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის კოლუმბიის პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობაში.ნარკობარონი კოლუმბიურ პოლიციასთან შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა. თუმცა არსებობს თეორია, რომ მან თავი მოიკლა, რადგან ტყვია მარჯვენა ყურთან იპოვნეს, სწორედ ისე, როგორც ესკობარი თავის მოკვლას გეგმავდა და ამის შესახებ ძმასაც ეუბნებოდა.

0
1107
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
1107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0