შოუბიზნესი ანჯელინა ჯოლის შვილს, სქესის შეცვლა სურს 2015, 16 სექტემბერი, 18:19 ![]() ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 9 წლის ქალიშვილს, შაილო ჯოლი-პიტს, სქესის შეცვა სურს. ამის შესახებ დასავლური ტაბლოიდები წერენ. ![]() გავრცელებული ცნობით, მას შემდეგ რაც პატარა შაილომ, კარდაშიანების მამინაცვლის კეიტლინ ჯენერის (წარსულში ბრუს ჯენერის) რეალითი შოუს უყურა, დედას სქესის შეცვლის შესახებ ჰკითხა. ![]() როგორც უცხოური გამოცემები ირწმუნებიან, ჯოლიმ 9 წლის ქალიშვილს სქესის შეცვლის ოპერაციის შესახებ ღიად ესაუბრა და გოგონაც იდეამ მოხიბლა. ![]() ბრედ პიტმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მისი ქალიშვილის უცნაური ქცევები მხოლოდ ბავშვური ახირებაა. ზოგადად წყვილს, არაერთხელ აღუნიშნავს რომ შვილებს, საკუთარი თავის გამოხატვის, სრულ თავისუფლებას აძლევენ და შაილოს არც კაბის ჩაცმას აიძულებენ. ![]() გოგონას ბიჭისთვის დამახასიათებელი ინტერესები რომ გააჩნია, ეს დიდიხანია ცნობილია. დასავლური მედია ბევრს წერდა შაილოს ჩაცმის სტილზე. ![]() გოგონას ღრმა ბავშვობიდან ბიჭების ტანსაცმელი ეცვა და მოკლე ვარცხნილობას ატარებდა. თითქმის არავის ახსოვს ის კაბაში. ![]() ![]() ![]() ![]() 818 4-ს მოსწონს 1-ს არა
|