x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134741
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509081
კომპანია SES-მა 2015 წლის ვიდეო ინოვაციური პროდუქტები წარმოადგინა
imageკომპანია SES S.A.-იმ 2015 წლის IBC-ის კონფერენციაზე (ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ყოველწლიური

ღონისძიება) სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიების, პლატფორმის ოპერატორებისა და კონტენტის მფლობელებისათვის წარმოადგინა რიგი ინოვაციური პროდუქტები, რაც მათ საშუალებას მისცემს სხვადასხვა სახის კონტენტი გაავრცელონ სამაუწყებლო და ინტერნეტ ეკოსისტემის მეშვეობით: მაუწყებლობა რეალურ რეჟიმში ან ვიდეო მოთხოვნის საფუძველზე, თანამგზავრის ან ინტერნეტის მეშვეობით ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობის გამოყენებით. ზემოხსენებული ინოვაციური პროდუქტები - FLUID HUB, სპეციალური „მართვადი“ პლატფორმა აუდიო ვიზუალური

მასალის ყურებისა და მიწოდებისათვის, LIQUID VOD („ვიდეო მოთხოვნით“) და LUCID OVP (ონლაინ ვიდეო პლატფორმა) - წარმოდგენილია IBC-ის კონფერენციაზე SES-ის საგამოფენო სტენდზე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ სატესტო რეჟიმში გამოსცადონ თითოეული მათგანი.


FLUID HUB-ი (სპეციალური „მართვადი“ პლატფორმა აუდიო-ვიზუალური მასალის ყურებისა და მიწოდებისათვის), მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ვიდეო პლატფორმებზე კონტენტის ეფექტური, ავტომატური არქივირების, გადამუშავებისა
და გავრცელების შესაძლებლობას, მათ შორის, ვიდეოს, სურათებისა და მეტადატის სწრაფი ატვირთვისა და რედაქტირების საშუალებას.



„ვიდეო მოთხოვნით“ (VOD, ინდივიდუალური მიწოდების სისტემა, რომელიც მომხმარებელს აწვდის მის მიერ ვირტუალური კატალოგიდან შერჩეულ სასურველ ვიდეოს, ფილმს ან სატ. პროგრამას) პორტალების მომსახურებასთან ერთად SES-მა შეიმუშავა საკუთარი VOD („ვიდეო მოთხოვნით“) პროდუქტი - LIQUID VOD - რომელიც განკუთვნილია ისეთ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის,
სადაც შეზღუდულია ფართო სპექტრის ინტერნეტით სარგებლობა.


LUCID VOD (ონლაინ ვიდეო პლატფორმა) წარმოაგენს ონლაინ ვიდეო პროდუქტს, რომელიც თავის თავში აერთიანებს ლაივ სტრიმინგს, გადახვევის ფუნქციას და “ვიდეოს მოთხოვნით“. კონტენტის მართვიდან დაწყებული, IOS და Adroid ოპერაციული სისტემების აპლიკაციებისა და IP BOX-ის ჩათვლით, ამ პლატფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ გააუმჯობესონ მათი ვიდეო მაუწყებლობა ვიდეოს ონლან რეჟიმში ყურებისა
და მულტისკრინის გამოყენებით; ამავდროულად, სამაუწყებლო კომპანიებს და სხვა სერვის პროვაიდერებს ეძლევათ საშუალება საკუთარ DTH (პირდაპირი სატელიტური
მაუწყებლობა) კონტენტს დაამატონ ვიდეოს ონლაინ რეჟიმში ყურების სერვისი. SES-ის მთავარი კომერციული მენეჯერის - ფერდინანდ კაიზერის განცხადებით, ამ პლატფორმებისა და სერვისების მეშვეობით, SES-ი მუდმივად აფართოვებს თავის მომსახურებას სამაუწყებლო ბიზნესში და აუმჯობესებს თავის შესაძლებლობებს ჰიბრიდული და სმარტ ვიდეო პროდუქტების შემუშავებისა და მიწოდების სფეროში: „ჩვენ ვთავაზობთ ინტეგრირებულ სერვისებს იმ სამაუწყებლო კომპანიებს, რომლებსაც სურთ დარჩნენ ლიდერები ბაზარზე და წარმოადგინონ ახალი შეთავაზებები სამაუწყებლო სფეროში. SES-ი იყო მოწინავე კომაპანია SAT>IP ტექნოლოგიების შემუშავებაში, რომელიც გარდაქმნის სატელიტურ სიგნალს IP-იდ და შესაძლებელს ხდის მაღალი ხარისხის კონტენტის გავრცელებას ყველა IP მხარდაჭერის მქონე ხელსაწყოზე, როგორიცაა ტაბლეტი, სმარფტონი და ლეპტოპი.“


0
21
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0