x
image
მამუკა123
Bugatti-ს ვირტუალური კონცეპტი – Vision Gran Turismo
image











ბოლო ერთი თვის განმავლობაში, Bugatti-მ თავისი უახლესი ქმნილების, ამჯერად ვირტუალური ჰიპერ ავტომობილის არაერთი ფოტო ტიზერი გაავრცელა და აი, ფრანკფურტის მოტორ შოუზე პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, მისი ფოტოებიც გამოაქვეყნა. ავტომობილის სახელია Vision Gran Turismo და მართალია, ის ვირტუალური კონცეპციაა, რომელიც ვიდეო თამაშ „გრან ტურიზმოსთვის“ შემუშავდა, მაგრამ ფრანკფურტში სრულმასშტაბიანი მოდელის სახით წარდგება.

image













ეს ავტომობილი, ლეგენდარულ Bugatti Type 57 Tank-ს ეძღვნება, რომელმაც 1937 და 1939 წლებში ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო. ავტომობილი, რომელმაც ლე მანზე პირველად გაიმარჯვა, სწორედ იმ ფერებში იყო შეღებილი, რომელშიც კონცეპტი Vision Gran Turismo და აქ მსგავსება წარსულის ტრიუმფატორსა და ვირტუალურ კონცეპტს შორის მთავრდება.


image













„გრან ტურიზმოსთვის“ სხვა კომპანიების მიერ შექმნილი სარბოლო ავტომობილებისგან განსხვავებით, Vision Gran Turismo უფრო რეალურ ავტომობილს ჰგავს. ამას ფრანგული კომპანიის ექსტერიერის დიზაინის განვითარების ხელმძღვანელი ფრანკ ჰეილი ასე განმარტავს: „ჩვენ გვინდოდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად რეალისტური იქნებოდა. და იმავდროულად, ბუგატის პლეისტეიშნის ფრენჩაიზის ვირტუალური სამყაროს წევრად გადააქცევდა. დიზაინის ყოველ ელემენტს თავისი ფუნქცია გააჩნია. ბუგატი ვიჟნ გრან ტურიზმო, ინჟინერიისა და ესთეტიკის სრულყოფილი სიმბიოზია“.


image













კონცეპტუალურ ავტომობილს ეტყობა, რომ „ვეირონის“ ნათესავია. ოღონდ, მასზე მეტად დაბერილი და აგრესიული ფორმებით გამოირჩევა და უფრო დახვეწილი აეროდინამიკაც აქვს, რაც სარბოლ ავტომობილს შეეფერება. თუ ავტომობილს გვერდხედში შეხედავთ, აშკარად ამოიცნობთ იმ ნალისებრ ფორმას, როგორიც რადიატორის ცხაურს აქვს. ეს ნალი ავტომობილის წინა საყრდენს, სახურავის წინა ნაწილს და კარის უკანა და ქვედა ნაწილს აერთიანებს. დიზაინის კიდევ ერთ, დამახასიათებელ ელემენტად მოგვევლინა წინა ფარები, რომლებიც ოთხ-ოთხი ნაწილისგან შედგება.


image













ვირტუალური ავტომობილის სტილში, Bugatti-ს ერთი ძველი ელემენტიცაა გამოყენებული. ესაა უკანა ცენტრალური ფარფლი, რომლის მსგავსითაც, კიდევ ერთი ლეგენდარული ავტომობილი, Type 57 Atlantic-ი (1936 წლის) გამოირჩეოდა. გარდა ამისა, ავტომობილის სახურავზე, ვიწრო და განიერი ჰაერის ამღები განლაგდა, რომელიც ჰაერის ნაკადის მოძრაობას, ავტომობილის ზედა და უკანა ნაწილში არეგულირებს.
ძრავზე ჯერ ლაპარაკი არაა, თუმცა რადიატორის ცხაურზე გამოსახული „16“ შეიძლება იმის მინიშნება იყოს, რომ ავტომობილის ბაზაში, W16 ძრავია განლაგებული, რომელიც „ვეირონიდან“ ვიცით. სხვათა შორის, ერთ-ერთი ტიზერის გავრცელებისას, „ბუგატი“ შეგვპირდა, რომ Vision Gran Turismo-ს სტილის ზოგიერთ ელემენტს, „ვეირონის“ შემცვლელ ჰიპერ ავტომობილზეც ვიხილავთ.

0
87
2-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0