x
image
natia.a
9 მცდარი წარმოდგენა გრიპის შესახებ - დავამსხვრიოთ მითები!

image


ყოველ სეზონზე მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტი ავადდება გრიპით, რომელიც არა მხოლოდ არასასიამოვნო სიმპტომებით ხასიათდება, არამედ საკმაოდ საშიში დაავადებაა. სამწუხაროდ მოსახლეობაში ბევრი არასწორი წარმოდგენაა გავრცელებული ამ დაავადების შესახებ, რაც მას კიდევ უფრო სახიფათოს ხდის. გთავაზობთ 9 ძირითად მითს, ანუ მცადრ წარმოდგენას, რომლებიც გრიპის შესახებ გვაქვს და რომელთა დამსხვრევაც ერთხელ და სამუდამოდ არის აუცილებელი.


1. გრიპით შეიძლება დაავადდეთ აცრის შედეგად
image

გამორიცხულია! ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მითი, რომელიც გრიპის შესახებ არსებობს და მიუხედავად ექსპერტების მრავალგზის უარყოფისა, იგი მაინც მყარად არის ფეხმოკიდებული მოსახლეობაში.

"გრიპის საწინააღმდეგო ვაქცია შეიცავს ვირუსის მკვდარ ნაწილაკებს, რომლებსაც უკვე აღარ შეუძლიათ დაავადების გამოწვევა", - ხსნის ჰოლი ფილიპსი, შინაგან დაავადებათა სპეციალისტი ნიუ-იორკიდან. ხოლო ნაზალური ვაქცია - გრიპის საწინააღმდეგო აეროზოლი (რეკომენდებული 2-დან 49 წლის ადამიანებისთვის და ორსულებისთვის) - შეიცავს გრიპის ცოცხალ, მაგრამ "დასუსტებულ" ვირუსებს. ექიმი ფილიპსი ირწმუნება:
"ისინი ასევე უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და არ შეუძლიათ გრიპით დაგაავადონ".


ამ მითის წარმოშობის მიზეზი კი, სავარაუდოდ შემდეგშია: სხეულს სჭირდება ორი კვირა იმისათვის, რომ ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულები გამოიმუშავოს, და თუ ამ პერიოდში, ანუ იმუნიტეტის გამომუშავებამდე, დაავადდით გრიპით ეს ნამდვილად
არ იქნება აცრის ბრალი.


2. ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანებს გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ სჭირდებათ

"მართალია, გრიპი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ მან ასევე შეიძლება მძიმე სიმპტომები გამოიწვიოს ძლიერი ორგანიზმის მქონე ადამიანებშიც", - თვლის ექიმი ფილიპსი. ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყველასთვის საუკეთსო გამოსავალია. თუ თქვენ თავად არ შედიხართ რისკჯგუფში, ვაქცინაციის ჩატარება მაინც უმჯობესია, თუნდაც იმისათვის, რომ ავადმყოფობის გავრცელებაში მონაწილეობა არ მიიღოთ და რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს არ გადასდოთ. " რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს გრიპის საწინააღმდეგო აცრას, მით ნაკლებად გავრცელდება დაავადება და მით ნაკლები იქნება რისკი იმისა, რომ მაგალითად თქვენი შვილი ან მოხუცი ბებო დაავადდეს", - ხსნის ექიმი ფილიპსი.


3. გრიპი საჭმლის მონელების მოშლას იწვევს
image

როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს გრიპის სიმპტომები, საჭმლის მონმნელებელი სისტემის ფუნქციონირების მოშლას ძალიან იშვათად ახდენს. არსებობს ე.წ. კუჭის გრიპი, რასაც არანაირი კავშირი არა აქვს ჩვეულებრივ გრიპთან და გულისხმობს
ვირუსების ჯგუფს, რომლებიც იწვევს გულისრევას და დიარეას.


4. გრიპის ვაქცინა უკუნაჩვენებია ორსულებისთვის
image

პირიქით, ყველა ორსულმა ქალმა უნდა ჩაიტაროს გრიპის ვაქციანცია. "გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა ორსულისთვის და ჩატარებული აცრა ახალშობილსაც დაიცავს სიცოცხლის პირველ თვეებში, მანამ, სანამ თავად პატარასთვის აცრის ჩატარება არ შეიძლება, დასნებოვნების რისკი კი არსებობს", - აზუსტებს ექიმი ფილიპსი. ანტისხეულები, რომლებიც ვაქცინის საპასუხოდ გამომუშავდება, გრიპისგან გიცავთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს ბავშვსაც თუ იგი ძუძუთი კვებაზე გყავთ. ორსულების დროს ქალის ორგანიზმში იმუნური სისტემის, გულისა და ფილტვების ფუქციონირებაში მიმდინარეობს ცვლილება. "მაღალმა ტემპერატურამ და მძიმე ინფექციამ შეიძლება ორსულობის სერიოზული გართულება და ნაადრევი მშობიარობაც კი გამოიწვიოს" - ამბობს ექიმი ფილიპსი.


5. გრიპით დაავადება შეიძლება თავიდან ავიცილოთ ხელის ხშირი დაბანით

image

საპნით ხელის ხშირი ბანა ყველაფრისთვის და ყოველთვის სასარგებლოა. თუმცა გრიპის პრევენციისთვის, სამწუხაროდ ეს არასაკმარისია. გრიპი გადაეცემა დაავადებული ადამიანის ნერწყვის მცირე წვეთებით (დაავადებული ადამიანი გრიპის გადამტანად ითვლება სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და სიმპტომების გაქრობიდან 7 დღის მანძილზე). ეს წვეთები, რომლებიც ჰაერში გამოიყოფა ხველისას და ცემინებისას, შეიძლება მოხვდეს თქვენს ცხვირში, თვალში, პირში, ან კიდევ შესაძლლოა დაინფიცირებულ ზედაპირზე ხელი მოგიხვეთ და შემდეგ იგივე ხელი სახეზე მოიკიდოთ (გრიპის ვირუსებს შეუძლიათ იცოცხლონ 8 საათი), ამიტომ ხელის დაბანა სანამ მას სახესთან მივიტანთ, ძალიან მნიშვნელოვანია. და ეცადეთ არ მიუახლოვდეთ ავადმყოფ ადამიანს ორ მეტრზე ახლოს: დაავადებული წვეთები ამ მანძილზე შორს ვერ ვრცელდება. ჩაუტარეთ დეზინფექცია სამუშაო ზედაპირებს ოფისში თუ სახლში, თუ მათ დაავადებული ადამიანი მიუახლოვდა. და...აუცილებლად ჩაიტარეთ ვაქცინაცია.


6. თუ გრიპით დაავადდით, ესე იგი აცრამ ვერ იმუშავა

გრიპის ვაქცინა არ ჰგავს წითელას ან პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც 100%-იან გარანტიას იძლევა. ჩვეულებრივ, გრიპის ვაქცინის ეფექტურობა 60-90 %-ს არ აღემატება, რადგან ყოველწლიურად ამ ვირუსის ახალი სახეობები ჩნდება და მეცნიერები ხშირად ვერ ახერხებენ იწინასწარმეტყველონ კონკტერულად რომელი სახეობა იქნება დომინანტური მიმდინარე სეზონზე. " თუ გრიპით დაავადდით მიუხედავად ვაქცინაციისა, ესე იგი ამის მიზეზი გრიპის ვირუსის სხვა სახეობა ყოფილა", - ხსნის ექიმი ფილიპსი. მაგრამ თქვენ მაინც მოგებული დარჩებით, რადგან ამ შემთხვევაშიც კი დაავადების სიმპტომები ნაკლებად მძიმე იქნება. და არ დაივიწყოთ: ვაქცინაცია წარმატებულად ითვლება, თუ იგი თქვენ საავადმყოფოში მოხვედრისა და სიკვდილისგან გადაგარჩენთ და სულაც არაა აუცილებელი მთელი სეზონი დახველებისა და დაცემინების გარეშე გაგატარებინოთ.


7. გრიპის დროს ანტიბიოტიკები შველის
image

გრიპის დროს ანტიბიოტიკები არ მუშაობს. ამ დროს იმუშავებს მხოლოდ ანტიბიოტიკური პრეპარატები, რომლებიც სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათში უნდა იქნას მიღებული. თუმცა ეს პრეპარატები, როგორც წესი რეკომენდებულია გართულების მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის. თუ გრიპი მაინც მოგწვდათ, უმჯობესია დარჩეთ სახლში, შეინარჩუნოთ წოლითი რეჟიმი, მიიღოთ ბევრი სითხე და დაელოდოთ როდის გაივლის დაავადება თავისთავად.


8. სახის ნერვის ნევრიტი გრიპის საწინააღმდეგო აცრის გვერდითი მოვლენაა

სახის ნერვის ნევრიტი ანუ ბელის დამბლა - ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც
სახის ერთი მხარე სუსტდება და კარგავს მოძრაობის უნარს. ეს არის დროებითი
დარღვევა, რომელიც რამდენიმე კვირაში გადის. მას ხშირად მიიჩნევენ ისეთი ვირუსული დაავადების "ეფექტად", როგორიცაა, მაგალითად ჰერპესი ან ეპშტეინ-ბარის
ვირუსით გამოწვეული ინფექციური მონონუკლეოზი. და მაინც, როგორ დაუკავშირა ხალხმა ამ სიტუაციას გრიპის ვირუსი? რამდენიმე ათწლეულის წინ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა გრიპზე აცრილ ადამიანებს ბელის დამბლა განუვითარდათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევები ერთმანეთთან დაკავშირებული არ ყოფილა და მეცნიერებმაც მათ შორის კავშირი დღემდე ვერ დაადგინეს, მითი მაინც დარჩა.


9. გრიპის ვაქცინამ შეიძლება ალცჰეიმერის დაავადება გამოიწვიოს

გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ იწვევს რაიმე სახის დაავადებისა თუ დარღვევის
გაჩენას, მათ შორის ალცჰეიმერის. ალცჰეიმერის დაავადება - ეს არის დემენციის ტიპი,
რომელიც იწვევს მეხსიერების დაკარგვასა და სხვა კოგნიტიურ დარღვევებს. თუ რატომ
ემართება იგი კონკრეტულად ამა თუ იმ ადამიანს და არა სხვას, ეს მეცნიერებისთვის
ჯერ აუხსნელია. ამიტომ "ადანაშაულებენ" ადამიანები ნებისმიერ ხელმოსაჭიდ
რამეს, მათ შორის გრიპის ვირუსსაც. "თუ მოხუცი ადამიანი იკეთებს გრიპის
საწინააღმდეგო აცრას და რამდენიმე თვეში უჩნდება ალცჰეიმერის დაავადების ნიშნები,
ადამიანები ყოველგვარი საფუძველის გარეშე ადანაშაულებენ ამაში ვაქცინას", -
აცხადებს ექიმი ფილიპსი.





2
506
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
506
  
2015, 8 სექტემბერი, 15:13
დიდი მადლობა :)
2015, 8 სექტემბერი, 14:06
საინტერესოა, გავაზიარე :)
0 1 2