x
FASHION ONE-ი წარმოგვიდგენს მსოფლიოში პირველ გლობალურ ულტრა HD არხს FASHION ONE 4K-ს

imageFASHION ONE 4K-ი SES-ის მეშვეობით მაუწყებლობს ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში; SES-ი ასევე უზრუნველყოფს ამ არხისათვის სიგნალისა და სხვადასხვა მომსახურებების მიწოდებას.
ნიუ იორკი/ლუქსემბურგი, 2 სექტემბერი, 2015 წელი - SES S.A.-მ (NYSE Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) და ნიუ იორკში დაფუძნებულმა შპს Fashion One ტელევიზიამ, მოდის, გართობის და ცხოვრების სტილის წამყვანმა სატელევიზიო ქსელმა წარმოადგინა მსოფლიოში პირველი გლობალური ულტრა HD არხი - FASHION ONE 4K. SES-ი უზრუნველყოფს არხის უფასო საჰაერო ტრანსლაციას ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში მისი სატელიტების საშუალებით.
ჩაეშვა რა 1 სექტემბერს, FASHION ONE 4K უკვე აქვს ტექნიკური წვდომა 100 მილიონ ოჯახზე ჩრდილოეთ ამერიკაში SES-ის ულტრა HD პლატფორმის საშუალებით SES-3 სატელიტზე 103 გრადუსზე დასავლეთით და 23 მილიონ ოჯახზე სამხრეთ ამერიკაში NSS-806 სატელიტზე 47.5 გრადუსზე დასავლეთით. ევროპაში, არხი, რომელიც FASHION ONE 4K-ის სახელით მაუწყებლობს, 116 მილიონ ოჯახს აწვდის მაუწყებლობას SES-ის პრაიმ ორბიტალური პოზიციის საშუალებით 19.2 გრადუსზე აღმოსავლეთით. SES პლატფორმის მომსახურებები, SES-ის შვილობილი კომპანია, უზრუნველყოფს სრულად მართულ 4K გადაცემას სახმელეთო სეგმენტთან და გავრცელების მომსახურებებთან ერთად ულტრა HD არხისთვის. არხი ჩაშვებულია მსოფლიოში Fashion One 4K-ს სახელით, ხოლო ევროპაში, როგორც Fashion 4K.

Fashion One-მა განაახლა მისი მაუწყებლობის ფორმატი HD-დან ულტრა HD-მდე 2014 წლიდან მოყოლებული და ამჟამად, ფლობს ულტრა HD შინაარსის ფართო ბიბლიოთეკას 100%-იანი კონტენტის უფლებებით. ამჟამად, Fashion One 4K-ს აქვს უახლესი მოდის ტენდენციების და გასართობი კონტენტი, როგორიცაა, „იოგას მოდელების“ ცხოვრების სტილის შესახებ სერიების ახალი სეზონები, „მოდა თეფშზე“ გლობალური კულინარიული თავგადასავლები და სიცოცხლის უნარიანი მოდის დოკუმენტური სერიები „ეკო მოდა“. სხვა პროგრამებში შედის „საბოლოო სტილის სახელმძღვანელო“ და „მოდა მსოფლიოს გარშემო“. აქ ყველასთვის მოიძებნება რაიმე საინტერესო. ოთხჯერ უფრო მეტი სიცხადით, HD მაუწყებლობით არ არსებობს უკეთესი გზა მსოფლიოს მოდის გასაცნობად, ვიდრე ულტრა HD-ს უმაღლესი რეზოლუციაა. მაყურებლები ხედავენ მკვეთრ დეტალებს, იდეალურ ხაზებს და მდიდარ ფერთა პალიტრას, რომელიც კი ოდესმე ტელევიზიით გადაცემულა.

„ძალიან აღფრთოვანებულები ვართ Fashion One 4K-ს გაშვებით, რომელიც მსოფლიოს ნომერ პირველი გლობალური ულტრა HD არხია და ეძღვნება მოდასა და გართობას. ძალიან დიდი ინვესტიცია ჩავდეთ, რათა შეგვექმნა ულტრა HD კონტენტი ბოლო ორი წლის განმავლობაში და მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია არხი მაყურებლებს გავუზიაროთ, “ - განაცხადა Fashion One ტელევიზიის მთავარმა ოპერაციების ოფიცერმა, გლებ ლივშითსმა. „SES-თან ერთად, რომელიც ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია, მიზნად დავისახეთ წარმოების ლიდერობა და ჩვენს აუდიტორიას ვაწვდით უმაღლესი ხარისხის კონტენტს.“

image„2013 წლიდან მოყოლებული, SES-ს სათავეში უდგას ულტრა HD ეკოსისტემის გადაცემის ნაწილის განვითარებას და პირველად მოახდინა ფეხბურთის მატჩისა და კონცერტის პირდაპირ ეთერში გადაცემა ახალი, HEVC კომპრესირების სტანდარტით, “ - განაცხადა ფერდინანდ კაიზერმა, SES-ის მთავარმა კომერციულმა მენეჯერმა. „ახალი, ულტრა HD რეალობაა მილიონობით მაყურებლებისთვის მსოფლიოს გარშემო, რომლითაც პირველი გლობალური სამაუწყებლო არხია ჩაშვებული SES სატელიტებზე. არ არსებობს უკეთესი გზა ულტრა HD გადასაცემად, ვიდრე ესაა სატელიტების საშუალებით და მოხარულები ვართ, რომ Fashion One-ი ასევე ეყრდნობა ჩვენს გამოცდილებას, ახდენს რა მათი ულტრა HD არხის კოდირებას და დედამიწიდან კოსმოსში კავშირის დამყარებას.
Fashion One 4K ჩაშვებული იყო ერთდროულად MEASAT-3a-ზე 91.5 გრადუსზე აღმოსავლეთით და აღწევდა 130 მილიონზე მეტ ოჯახამდე აზიის წყნარ ოკეანეზე, ახლო აღმოსავლეთში, ავსტრალიასა და აღმოსავლეთ აფრიკაში.


რეალური მოდის დროა რეალური 4K რეზოლუციით. FashionOne 4K - მოდა იწყება აქ.

0
100
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0