x
Bastoy - ციხე-ოცნება ნორვეგიაში

როგორც ცნობიალია ნორვეგიაში ყველაზე ჰუმანური სასჯელაღსრულების სისტემაა. კუნძული Bastoy- ნებისმიერი პატიმრის ოცნება. ზუსტად ეს ციხე გახლავთ ყველაზე კომფორტული მსოფლიოში. ერთადერთ კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს - ციხე სან ანტონიოში (ვენესუელა)
imageკუნძული Bastoy მდებარეობს საკმაოდ ახლო მანძილზე ოსლოსდან. ერთადერთი გზა
ციხისაკენ - გადის წყალზე. ციხე ძალიან ჰგავს კურორტს ლამაზი პეიზაჟებით. აქ
ასევეა რამოდენიმე პლაჟი აღჭურვილი ჩოგბურთის კორტებითა და საუნებით. ციხეში არ
არის არანაირი კამერები. პატიმრები სასჯელს იხდიან პატარა ხის კოტეჯებში, რომლებიც სრულად აღჭურვილია კომფორთული ცხოვრებისათვის. ასევე არ არის ეკლიანი მავთულები, იარაღიანი მცველები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არის მკაცრი რეჟიმის ციხე. აქ სასჯელს იხდიან ყველაზე ცნობილი დამნაშავეები: მსხვილი ნარკომოვაჭრეებიდან სერიული მკვლელებამდე.
image
აქ დღის რეჟიმიც თავისებურია: პატიმრების ერთადერთი ვალდებულებაა - მუშაობა, თითოეული მუშაობს 8:30-დან 15:30-მდე. მუშაობისთვის რათქმაუნდა გასამრჯელოსაც იღებენ: მათი დღიური ანაზღაურება შეადგენს 10 დოლარს. ამ ფულს პატიმრები ხარჯავენ თავიანთი სურვილის მიხედვით. კუნძულის ტერიტორიაზე არის კვების მაღაზიები, სადაც ხარჯავენ გამომუშავებულ თანხას.
ისინი ყიდულობენ საჭმელ პროდუქტებს და მიირთმევენ თავიანთი სურვილისამებრ. სადილი აუცილებელია და საერთო, როგორც პატიმართათვის, ასევე ციხის
მომშავე პერსონალისათვის. სადილს ამზადების ციხის პოვარი. კიდევ ერთი ვალდებულება აქვთ პატიმრებს: აღირიცხონ საკონტროლო პუნქტში დღის განმავლობაში რამდენჯერმე.
image
ბევრს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ასეთი ციხე შეურაწმყოფელია კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის. მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ციხე აძლევს შანსს პატიმრებს, რათა შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი და დაუბრუნდნენ საზოგადოებას. ციხის უფროსი აცხადებს, რომ ყველაზე მთავარია შეიქმნას ატმოსფერო იმისთვის, რათა თითოეულმა პატიმარმა შეძლოს საკუთარი თავის საუკეთესო მხარეების აღმოჩენა.








0
259
2-ს მოსწონს
ავტორი:უსაქმური1991
უსაქმური1991
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0