x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
კახა ცხადაძე: ნაკრები არის ქვეყნის სახე და მინდა ყველა მის გარშემო გაერთიანდეს

image













საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში მოწინააღმდეგე შოტლანდია "დინამო არენაზე" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა.

ქართველებიდან ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი ვაკო ყაზაიშვილი გახლდათ, რომელმაც 38-ე წუთზე ზუსტი დარტყმით აიღო მოწინააღმდეგეთა კარი.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის პირველ ნახევარში არამხოლოდ ანგარიშით, არამედ სტატისტიკითაც აჯობეს შოტლანდიელებს. ბურთის ფლობა საქართველოს ნაკრებს 51% ჰქონდა, შოტლანდიას შესაბამისად - 49%. პირველ ნახევარში შოტლანდიელებს კარში დარტყმაც არ ჰქონიათ. მაშინ, როდესაც ქართველმა ფეხბურთელებმა კარის მიმართულებით 6-ჯერ დაარტყეს.
აღსანიშნავია, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრების პირველი ოფიციალური მატჩი მთავარი მწვრთნელის ამპლუაში მოიგო.
მატჩის შემდგომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავისი შეგირდების კარგი თამაში აღნიშნა და დაამატა, რომ მთავარი ასე გაგრძელება და თამაშის უფრო მომატებაა.
"მართალია ცოტა გულშემატკივარი იყო ტრიბუნებზე, რაც გულდასაწყვეტია, მაგრამ ვინც მოვიდა და გვერდში დაგვიდგა, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო.
მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე შოტლანდიას ოდნავ უპირატესობა და მეტი მოტივაცია ქონდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთ თამაშებში ვაჩვენეთ დადებითი შედეგი, ეს მომავალი შესარჩევისთვის კარგი იქნება. პირველ რიგში იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა ირწმუნონ თავიანთი ძალა. ესეთი დონის გუნდებია სწორედ, ვინც თამაშობენ დიდ ტურნირებს და სწორედ აქ არის საჭირო დავინახოთ ჩვენი პოტენციალი, რა შეგვიძლია და რაზე ვიმუშაოთ.
მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს. მათ ძალიან სერიოზულად იმუშავეს. ფანტასტიური თამაში აჩვენეს. ძალიან სერიოზულად ვიმუშავეთ დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს, პრაქტიკულად 100%-იანი საგოლე მომენტი ჩვენს კართან არ ყოფილა. ოდნავ კიდევ უფრო სითამამეა საჭირო შეტევაში და ეს ალბათ მოვა დროთა განმავლობაში.
მნიშვნლოვანია, რომ ესეთი თამაშები ერთჯერადი არ იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე რომ ჩვენ სერია გავაკეთოთ ასეთი დონის მატჩების. მაშინ უკვე პრეტენზია გაგვიჩნდება, რომ ვითამაშოთ მაღალი დონის ტურნირებზე.
ჩემი მიზანია და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ერთი თამაშისთვის არ ვითამაშოთ. ბოლოს და ბოლოს უნდა დავაყენოთ ის დრო რომ რაღაც მიზნისთვის ვიბრძოლოთ. თქვენ, მე, ფეხბურთელებმა უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ ერთი თამაშისთვის კი არ ვცხოვრობთ ჩვენ, რაღაც მიზნისთვის ვცხოვრობთ.
ეროვნული ნაკრები არის ქვეყნის სახე და ძალიან მინდა, რომ ყველა გაერთიანდეს ამის გარშემო და ყველამ ერთდ ვიშრომოთ იმისთვის, რომ რაღაც მიზანს მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ, თუ მუხლჩაუხრელად ვიმუშავებთ შედეგიც იქნება", - განაცხადა კახა ცხადაძემ.

0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0