x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ტომ ჰიდლსტონი,ჯერემი აირონსი და ლუკ ევანსი ფილმში „High Rise”

image“High Rise”- ბენ უითლის ახალი ფილმია, მასში მთავარ როლებს ტომ ჰიდლსტონი, ჯერემი აირონსი, სიენა მილერი, ლუკ ევანსი და ელიზაბეთ მოსი ასრულებენ. კინოსურათი ეფუძნება ჯ.გ ბალარდის 1975 წლის იმავე სახელწოდების წიგნს.
1975 წლის ლონდონი, რობერტ ლენგი (ტომ ჰიდლსტონი) ახალგაზრდა ექიმია, რომელსაც იზიდავს high rise-ის (მაღალი საზოგადოება) ცხოვრების წესი და ამ საზოგადოების დამფუძნებელი ენტონი როიალი (ჯერემი აირონსი). ეს დაჯგუფება საზოგადოებას გამოეყო და თავის მდიდრულ ცათამბჯენში ცხოვრობს. რობერტ ლენგი 25-ე სართულზე დაბინავდება და როიალის ერთგული დამხმარე შარლოტა (სიენა მილერი) შეუყვარდება. რობერტს დაუმეგობრდება რიჩარდ უაილდერი (ლუკ ევანსი), დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს გამოააშკარაოს ამ კლანში არსებული უსამართლობები, რაც დიდ და საშიშ სიტუაციას გამოიწვევს, ყოველივე ამას მოყვება ის, რომ „მაღალი საზოგადოება“ პატარ-პატარა აგრესიულ ნაწილებად დაიშლება.
ინტერნეტში გავრცელდა რამდენიმე ფოტო ფილმიდან:
imageimageimageimage


0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0