x
image
natia.a
როგორ ცდილობენ ემიგრანტები ევროპაში გადასვლას - ემოციური ფოტოები
image
სექსტემბრის დასაწყისში ევროპა მძაფრმა კრიზისმა მოიცვა. ამის მიზეზია უზარმაზარი ნაკადი მიგრანტებისა, რომლებიც სამხრეთი საზღვრებიდან ცდილობენ ევროპაში, კერძოდ კი დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში შეღწევას. ასობით ათასი ადამიანი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი ლიბიაში, სირიასა და ერაყში, ცდილობს თავისთვის და თავისი შვილებისთვის უსაფრთხო ადგილს შეაფაროს თავი და შედარებით უკეთეს პირობებში იცხოვროს.


ევროპელთა საზოგადოებრივი აზრი კი ამ საკითხე ორად გაიყო: ერთნი ამტკიცებენ, რომ აუცილებელია ყველა მსურველს მიეცეს თავშესაფარი, მეორენი კი თვლიან, რომ ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მოსული ლტოლვილები ევროპელებისთვის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაარღვევენ და პრობლემებს შეუქმნიან.


სანამ პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ამ საკითხზე შეთანხმებას ცდილობენ, ბუდაპეშტის რკინიგზის სადგურზე სულ უფრო იზრდება გერმანიაში გადასვლის მსურველ ლტოლვილთა რიცხვი, რომლებიც უარს ამბობენ ლტოლვილთა ბანაკში შესვლაზე და მოითხოვენ ქვეყანაში შეშვებას.


ქვემოთ გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ბუდაპეშტის რკინიგზის სადგურზეა გადაღებული - ფოტოებს, რომლებიც, ვფიქრობ გულგრილს არავის დატოვებს. თუმცა შეკითხვა - უნდა იქნან თუ არა შეშვებული ეს ადამიანები ევროპულ ქალაქში? - მაინც ისმის და მასზე პასუხი ჯერ არ ჩანს...



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage













2
180
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
180
  
2015, 5 სექტემბერი, 21:42
გული მიკვდება ამათ რომ ვუყურებ :(((((
2015, 5 სექტემბერი, 14:51
ღმერთო შეეწიე ამ ხალხს :(
0 1 2