x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
ლარი ისევ გაუფასურდა..ლარის გაუფასურებამ პრობლემები სახელმწიფო ტენდერებზე მომუშავე კომპანიებსაც შეუქმნა

image
ლარი ისევ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით ერთი დოლარის ყიდვა 2, 3805 ლარად არის შესაძლებელი, რაც წინა მაჩვენებელზე 0, 0212 ლარით მეტია.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა მცირედით ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ერთი ევრო ახალი კურსით 2.6495 ლარი ღირს.







კერძო კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერები საფრთხის შემცვლელი გახდა. ლარის დევალვაციის გამო არაერთი კომპანია გაკოტრების წინაშე აღმოჩნდა.
სახელმწიფოს კონტრაქტორები ღიად არ საუბრობენ შექმნილ პრობლემებზე, თუმცა ფაქტია, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული თანხა, ლარის გაუფასურების გამო, ვალდებულებების შესასრულებლად არასაკმარისია.
განცხადება ამის შესახებ პირველად გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელმა, გიგლა მიქაუტაძემ, გააკეთა.
სატენდერო პრობლემები, რომ ლარის გაუფასურების გამო შეიქმნა, ეს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემაც დაადასტურა. მისი მტკიცებით, კომპანიები ვალდებულებებს წლის დასაწყისში ვეღარ ასრულებდნენ, რადგან ეროვნული ვალუტის კურსი ყველაზე მეტად ამ პერიოდში გაუფასურდა.
ხელისუფლებას უმოქმედებობაში ადანაშაულებს საპარლამენტო ოპოზიცია. უმცირესობაში აცხადებენ, რომ ფინანსური პრობლემების გამო კომპანიებს თანამშრომელების შემცირებაც უწევთ. ოპიზიცია მიიჩნევს, რომ მთავრობამ სატენდერო ხელშეკრულებები პირობები უნდა შეცვალოს და ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობა გაითვალისწინოს.
სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიების პრობლემებსა და გაკოტრების საფრთხეზე ინფორმაცია არ აქვთ მინისტრთა კაბინეტის წევრებს.


0
106
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0