x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ შევაჩეროთ სლოკინი - მეცნიერულად დადასტურებული 4 მეთოდი

image
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გამოუცდია სლოკინი. მის შესაჩერებლად, უმეტეს შემთხვევაში ვსვამთ წყალს, თუმცა ხშირად ეს არ გვშველის. სლოკინის შესაჩერელად უმჯობესია გამოიყენოთ ქვემოთ მოყვანილი ოთხი წესიდან ერთ-ერთი, რომელთა შესახებად შეიძლება არ გსმენიათ, მაგრამ მეცნიერულად არის დადასტურებული.

1. საჩვენებელი და ცერა თითით მაგრად ვაჭერთ ცხვირის ნესტოებს იმ ადგილზე, სადაც მთავრდება ძვალი და იწყება ხრტილი. ეს არის აკუპუნქტურული წერტილი, რომელიც ნაღვლის ბუშტზე მოქმედებს. მასზე დაჭერით ხდება კუჭის წვენის გამოყოფის სტიმულირება და სლოკინი ქრება.

2. ჩაის კოვზის დახმარებით ოდნავ წამოსწიეთ ნაქი. ეს ახდენს ხორხის ნერვული დაბოლოებების სტიმულირებას, რომლებიც სლოკინის დასრულების შესახებ სიგნალებს უგზავნიან დიაფრაგმასა და სუნთქვის პროცესში ჩართულ სხვა კუნთებს. შესაძლოა აღნიშნულმა პროცედურამ გულისრევის შეგრძნება გამოიწვიოს, მაგრამ ეს უკეთესიცაა - ეს შეგრძნებაც, თავისთავად კარგად აჩერებს სლოკინს.

3. გადაყლაპეთ სულ ცოტა არაქისის კარაქი. ეს ეს ხორხში ნერვული დაბოლოებების აქტივაციას გამოიწვევს და სლოკინიც გაივლის.

4. საჩვენებელი თითებით დაიხშეთ ყურები - ნეკა თითებით კი - ცხვირი. სლოკინი მაშინვე გაივლის.

2
1538
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1538
  
2015, 5 სექტემბერი, 13:25
მადლობა :)
2015, 5 სექტემბერი, 12:38
საინტერესოა , გავაზიარე :)
0 1 2