x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბილი გრემი / Billy Graham
Billy Grahamსახელი და გვარი: ბილი გრემი (Billy Graham)
მოღვაწეობა: ქრისტიანი მახარებელი (ევანგელისტი)
დაბადების ადგილი: შარლოტი, სამხრეთ კაროლინა, აშშ.
დაბადების თარიღი: 07/11/1918
ბილი გრემი დაიბადა 1918 წლის 7 ნოემბერს ქალაქ შარლოტთან ახლოს მდებარე ფერმაში, სამხრეთ კაროლინა, აშშ.
მშობლები: უილიამ ფრანკლინ გრემი უფროსი და მოროუ კოფი.
მეუღლე: რუთი ბელ გრემი
შვილები: ვირჯიანია გრემი, ანა გრემი, ფრანკლინ გრემი, ნედ გრემი.
განათლება: უიტონის კოლეჯი (Wheaton College)


წიგნები და გამოცემები:


• ახალგაზრდების ქრისტესკენ მოწოდება (1947)
• ამერიკის გადაწყვეტილების საათი (1951)
• ვიხილე შენი ძეები ომში (1953)
• მშვიდობა ღმერთთან (1953, 1984)
• შვიდი მომაკვდავი ცოდვისგან გათავისუფლება (1955)
• ბედნიერების საიდუმლო (1955, 1985)
• ბილი გრემი მიმართავს ახალგაზრდებს (1958)
• ჩემი პასუხი (1960)
• ბილი გრემი პასუხობს თქვენს კითხვებს (1960)
• მსოფლიო ცეცხლში (1965)
• გამოწვევა (1969)
• ქრისტეს თაობა (1971)
• ანგელოზები: ღმერთის საიდუმლო აგენტები (1975, 1985)
• როგორ ვიშვათ ზეციდან (1977)
• სულიწმიდა (1978)
• არმაგედონამდე (1981)
• ფლოქვების ხმის მოახლოვება (1983)
• ბიბლიური სტანდარტი მახარებელთათვის(1984)
• მთებისკენ (1986)
• სიკვდილი და შემდგომი ცხოვრება (1987)
• პასუხები ცხოვრებისეულ პრობლემებზე (1988)
• იმედი შეშფოთებული გულისთვის (1991)
• გაფრთხილება ქარიშხლის შესახებ (1992)
• ისეთი, როგორიც ვარ: ბილი გრემის ავტობიოგრაფია (1997, 2007)
• იმედი ყოველი დღისთვის (2002)
• გასაღები პირადი მშვიდობისთვის (2003)
• ღვთის სიყვარულში ცხოვრება: ნიუ იორკის ჯვაროსნული ლაშქრობა (2005)
• მოგზაურობა: როგორ ვიცხოვროთ რწმენით გაურკვეველ სამყაროში (2006)
• სახლთან მიახლოება: ცხოვრება, რწმენა და კარგი დასასრული (2011)


ჯილდოები და საპატიო წოდებები:



• ხსნის არმიის მედალი განსაკუთრებული მიღწევებისთვის;
• ვინ არის ვინ ამერიკაში, ყოველწლიურად, 1954 წლიდან;
• თავისუფლების ფონდი გამორჩეულ პირთა პრემია (მრავალი წლის მანძილზე);
• ოქროს მედალი, ეროვნული ინსტიტუტის სოციალური მეცნიერებები, ნიუ იორკი (1957 წ.) ;
• ჩიკაგოს ბიბლიის საზოგადოების გუტენბერგის სახელობის წლიური ჯილდო (1962 წ.);
• ჯორჯ ვაშინგტონის გრავერების მემორიალური ინსტიტუტის ოქროს ჯილდო, 1964 წელს, რასებს შორის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის, გადაეცა სენატორ ჯევითსის მიერ (ნიუ იორკის შტატი);
• წლის სპიკერის ჯილდო (1964 წ.);
• ამერიკის მიღწევების აკადემიის ოქროს ფირფიტა (1965 წ.);
• ჰორაციო ალგერის პრემია (1965 წ.);
• ეროვნული მოქალაქეობის ჯილდო ჩაპლინის სამხედრო ასოციაციის მიერ, აშშ. (1965 წ.);
• სიბრძნის ღირსების ჯილდო (1965 წ.);
• თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდანი B’nai B’rith დისკრედიტაციის საწინააღმდეგო ლიგის მიერ (1969 წ.);
• ჯორჯ ვაშინგტონის საპატიო მედალი ველი ფორჯის Freedoms Foundation – სგან, პენსილვანია, მისი ქადაგებისთვის “მოძალადე საზოგადოება”, 1969 (ასევე 1974 წელს);
• ჯილდო Morality in Media – სგან “ჭეშმარიტების, გემოვნების, შთაგონების და სიყვარულის წახალისებისთვის მედიაში” (1969 წ.);
• საერთაშორისო საძმოს ჯილდო – “ქრისტიანების და ებრაელების ეროვნული კონფერენციის” მიერ (1971 წ.);
• გამორჩეული სამსახურის ჯილდო “მაუწყებლების ეროვნული ასოციაციის” მიერ (1972 წ.);
• ფრანცისკანელთა საერთაშორისო ჯილდო (1972 წ.);
• Sylvanus Thayer – ის ჯილდო ა.შ.შ.-ს სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ ვესტ პოინტში (ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელსაც ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია ა.შ.შ.-ს მოქალაქეებს, 1972 წ.);
• Direct Selling Association – ის ათწლეულის თანამშრომელის ჯილდო (1975 წ.);
• ფილიპე მოციქულის ჯილდო გაერთიანებული მეთოდისტურ-ევანგელისტური ასოციაციისგან (1976);
• “ამერიკელი ებრაელების კომიტეტის” პირველი ეროვნული ინტერრელიგიური ჯილდო (1977 წ.);
• “სამხრეთ ბაპტისტური რადიო და ტელევიზიის კომისიის” გამორჩეული კომუნიკაციების მედალი (1977 წ.);
• იაბონიკტსკის საუკუნოვანი მედალი, გადაეცა იაბოტინსკის ფონდის მიერ (1980 წ.);
• რელიგიური მაუწყებლის დიდების დარბაზის ჯილდო (1981 წ.);
• Templeton Foundation-ის ჯილდო პროგრესისთვის რელიგიაში, (1982 წ.);
• “პრეზიდენტის თავისუფლების მედალი”, ერის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, 1983
• “ეროვნული რელიგიური მაუწყებლების” დამსახურებების ჯილდო (1986 წ.);
• ჩრდილოეთ კაროლინას ჯილდო საზოგადოების სამსახურში (1986 წ.);
• კარგი მეოჯახე, “ყველაზე აღმაფრთოვანებელი მამაკაცების” გამოკითხვა, 1997 წელი, N1, პირველი ადგილი ხუთი წელი ზედიზედ და 16-ჯერ საუკეთესო ათეულში;
• კონგრესის ოქროს მედალი (მეუღლე რუთთან ერთად), უმაღლესი ჯილდო, რომელიც კონგრესს შეუძლია გადასცეს ქვეყნის მოქალაქეს (1996 წ.);
• რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის თავისუფლების ჯილდო, კოლოსალური და უცვლელი წვლილისთვის თავისუფლების საკითხში( 2000 წ.);
• “ბრიტანული იმპერიის ორდენის” საპატიო რაინდ-მეთაურის ჯილდო მისი საერთაშორისო წვლილისთვის სამოქალაქო და რელიგიურ ცხოვრებაში 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (2001);
• მრავალი საპატიო ხარისხი, მათ შორის Northwestern College – ის სენტ პოლში, მინესოტა, სადაც გრემი, გარკვეულ დროს, იყო პრეზიდენტი, მის ახალ საუნივერსიტეტო შენობას დაერქვა ბილი გრემის საზოგადოებრივი ცხოვრების პალატა.
ციტატა: “ჩემი მიზანია დავეხმარო ადამიანებს ღმერთთან ურთიერთობის მოძებნაში, რომელიც, მწამს, ქრისტეს შემეცნების საშუალებით მოდის”.


ბილი გრემი


მახარებელმა ბილი გრემმა ქრისტეს სიტყვები სიტყვა-სიტყვით გაიგო, როდესაც მან თქვა მარკოზის 16:15-ში “მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას”.
ბილი გრემს ნაქადაგები აქვს სახარება იმაზე მეტ ადამიანთან ცოცხალ აუდიტორიაში, ვიდრე სხვა დანარჩენს ისტორიის მანძილზე – დაახლოებით 215 მილიონი ადამიანი 185 და მეტ ქვეყანაში და სხვადასხვა ტერიტორიებზე – და ეს ყველაფერი შეხვედრების მეშვეობით, მათ შორის მსოფლიო და გლობალური მისიით. ასობით მილიონი იქნა მიღწეული ტელევიზიით, ვიდეოებით, ფილმებითა და ვებსაიტებით.
1949 წლის ლოს ანჟელესის სამახარებლო კამპანიის შემდეგ ბილი გრემი მიდიოდა ხალხის შუაგულში და ასობით ათასი ადამიანი მიიყვანა პირად გადაწყვეტილებამდე, რომ ეცხოვრათ ქრისტესთვის, რაც მისი მსახურების ძირითად მიზანს წარმოადგენს.
პირველი მსოფლიო ომის დროებითი ზავის დასრულებამდე ოთხი დღით ადრე, 1918 წლის 7 ნოემბერს დაბადებული ბილი გრემი, აღიზარდა რძის ფერმაში, ქალაქ შარლოტთან ახლოს, ჩრდილოეთ კაროლინაში. დეპრესიის დროს გაზრდილმა გაიგო მძიმე შრომის ფასი ოჯახის ფერმაში, მაგრამ ის ამავდროულად პოულობდა დროს, რომ მრავალი საათი გაეტარებინა სათივეში, სხვადასხვა თემებზე წიგნების კითხვით.
1934 წლის შემოდგომაზე 15 წლის ასაკში, ბილი გრემმა თავი მიუძღვნა ღმერთს მორდექაი ჰემის მსახურებაზე, ეს იყო მოგზაური მახარებელი, რომელიც სტუმრობდა შარლოტს საქადაგებლად.
1939 წელს ეკლესიის მიერ სამხრეთ ბაპტისტური კონვენციაში წარგზავნილმა, ბილი გრემმა მიიღო მტკიცე საძირკველი წმიდა წერილებში ფლორიდის ბიბლიის ინსტიტუტში (ახლა სამების კოლეჯი ფლორიდაში). 1943 წელს მან დაასრულა უითონის კოლეჯი ილინოისის შტატში და დაქორწინდა თანაკურსელ სტუდენტზე რუთ მაქქიუ ბელზე, მისიონერი ქირურგის ქალიშვილზე, რომელმაც თავისი ცხოვრების პირველი 17 წელიწადი ჩინეთში გაატარა.
კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ბილი გრემი მწყემსავდა პირველ ბაპტისტურ ეკლესიას ვერსტერნ სპრინგსში, ილინოისის შტატი, სანამ შეუერთდებოდა ორგანიზაციას “ახალგაზრდები ქრისტესთვის”, რომელიც დაფუძნებულია ახალგაზრდების და სამხედრო მოსამსახურეების მსახურებისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს. იგი ქადაგებდა შეერთებულ შტატებში და ევროპაში უშუალოდ ომის შემდგომ პერიოდში, როგორც ახალგაზრდა დამწყები მახარებელი.
1949 წელს, ლოს ანჟელესის სამახარებლო კამპანიამ გრემი საერთაშორისო სიმაღლეზე აიყვანა. სამი კვირისთვის დაგეგმილი შეხვედრები გაგრძელდა და რვა კვირაზე მეტ ხანს გასტანა, ხალხით გადავსებულ კარავში, რომელიც აღმართული იყო ქალაქის ცენტრში ყოველ საღამოს.
მრავალი მისი შემდგომი სამახარებლო კამპანია ისევე გახანგრძლივდა, როგორც ლონდონში ჩატარებული, რომელიც 12 კვირა გაგრძელდა და ნიუ იორკის სამახარებლო კამპანია მედისონ სქვეა გარდენზე 1957 წელს, რომელიც ტარდებოდა 16 კვირის განმავლობაში საღამოობით.
დღესდღეობით, 94 წლის ასაკში, ბილი გრემი და მისი მსახურება ცნობილია მთელ მსაოფლიოში. მას ნაქადაგები აქვს როგორც შორეული აფრიკის სოფლებში, ასევე ნიუ იორკის შუაგულში და იგი მოემსახურა ყველას, სახელმწიფოს მეთაურებით დაწყებული, ავსტრალიის უბრალო მოგზაურებსა და აფრიკისა და შუა აღმოსავლეთის მოხეტიალე ტომების ჩათვლით.
1977 წლიდან ბილი გრემს მიეცა საშუალება ჩაეტარებინა ქადაგების მისიები ვირტუალურად, ყოფილი აღმოსავლეთის კავშირის ყველა ქვეყანაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩათვლით.
გრემმა დაარსა ბილი გრემის მახარებლური ასოციაცია (BGEA) 1950 წელს, სათაო ოფისით მინეაპოლისში, მინესოტა, შარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინა, გადასვლამდე 2003 წელს. იგი ატარებს თავის მსახურებას BGEA-ს მეშვეობით, მათ შორის არის:
• ყოველკვირეული რადიოგადაცემა “გადაწყვეტილების საათი”, რომელიც მაუწყებლობს მთელს მსოფლიოში კვირაობით 60 წელზე მეტი;
• სატელევიზიო პროგრამები, რომლებიც გადაიცემა ნაციონალური ქრისტიანული ქსელებით;
• გაერთიანებული გაზეთის სვეტი, “ჩემი პასუხი”, რომელიც გამოსცემენ გაზეთები ქვეყანაშიც და საერთაშორისოდაც.
• ჟურნალი “გადაწყვეტილება”, ასოციაციის ოფიციალური პუბლიკაცია, რომლის ცირკულაციაც არის 260 000-ზე მეტი და ხელმისაწვდომია ინგლისურ და გერმანულ ვერსიებში, სპეციალური გამოცემებით ბრაილის ბეჭდვით და ფირებზე, მხედველობა შეზღუდულთათვის.
ბილი გრემმა დაწერა 31 წიგნი, მრავალი მათგანი ყველაზე გაყიდვადია. მისმა ავტობიოგრაფიამ “ისეთი როგორიც ვარ”, რომელიც გამოიცა 1997 წელს, მიაღწია “სამმაგ გვირგვინს”, როდესაც გამოჩნდა ერთდროულად კვირის სამი ბესტსელერის სიაში. მასში ბილი გრემი ყვება თავის ცხოვრებაზე, მსახურების 70 წელზე მეტის ჩათვლით მთელს მსოფლიოში. უბრალო დასაწყისით, როგორც მერძევე ფერმერის ვაჟი ჩრდილოეთ კაროლინაში, იგი გვიზიარებს, თუ მისმა ურყევმა რწმენამ ქრისტეში როგორ ჩამოაყალიბა მისი კარიერა და მოახდინა მისი ფორმირება.


ბილი გრემის ბოლო ნამუშევრებია:


“ზეცის პასუხი” (2012), “სახლთან მიახლოება” (2011) და “გაფრთხილება ქარიშხლის შესახებ” (2010). “სახლთან მიახლოება” არჩეულ იქნა წლის ქრისტიანულ წიგნად ევანგელურ-ქრისტიანულ გამომცემელთა ასოცაციის მიერ. მის სხვა წიგნებში, “ფლოქვების ხმის მოახლოვება: გამოცხადების ოთხი მხედარი” (1983) რამდენიმე კვირის განმავლობაში შედიოდა “ნიუ იორკ თაიმსის” ბესტსელერების სიაში; წიგნს “როგორ ვიშვათ ზეციდან” (1977) ჰქონდა ყველაზე დიდი ტირჟის მქონე პირველი გამოცემა, გამომცემლობის ისტორიაში, 800 000 ასლი; “ანგელოზები: ღმერთის საიდუმლო აგენტები” (1975) გაიყიდა ერთი მილიონი ასლი 90 დღეში; და “იესოს თაობა” (1971) გაიყიდა 200 000 ასლი პირველ ორ კვირაში.
ბილი გრემის რჩევის მისაღებად ისწრაფოდნენ პრეზიდენტები და მისი მოწოდება საჯარო და რელიგიურ არენებზე მოსმენილი აქვს მრავალი სახეობის ჯგუფს, რომელთაც დააფასეს იგი, მრავალი საპატიო დოქტორის ხარისხის ჩათვლით მრავალი სასწავლებლიდან ა.შ.შ-ში და საზღარგარეთაც.
აღიარებებს შორის არის “რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის” თავისუფლების ჯილდო (2000) წვლილისთვის თავისუფლების საკითხში; კონგრესის ოქროს მედალი (1996); “თემპლეტონ-ის ფოდნის” ჯილდო პროგრესისათვის რელიგიაში (1982); და “დიდი ძმის” ჯილდო მისი საქმიანობისთვის ბავშვების საკეთილდღეოდ (1966).
1964 წელს მან მიიღო წლის სპიკერის ჯილდო და ციტირებული იყო ჯორჯ ვაშინგტონის გრავერების მემორიალური ინსტიტუტის მიერ მისი წვლილისთვის რასებს შორის ურთიერთობებში. იგი აღიარებული იქნა ბნეი ბრითის დისკრედიტაციის საწინააღმდეგო ლიგის მიერ 1969 წელს და ქრისტიანების და ებრაელების ეროვნული კონფერენციის მიერ 1971 წელს მისი მცდელობებისთვის, რომ უკეთესი გაგების ხელშეწყობისთვის ყველა მრწამსს შორის.
2001 წლის დეკემბერში მას გადაეცა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის საპატიო რაინდ-მეთაურის წოდება, მისი საერთაშორისო წვლილისთვის სამოქალაქო და რელიგიურ ცხოვრებაში 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
გელაპის ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში ბილი გრემი რეგულარულად შედის “მსოფლიოს ათ ყველაზე პატივდებულ მამაკაცთა” სიაში, რომელიც მათ აღწერეს როგორც დომინანტი ფიგურა ამ გამოკითხვებში. 1948 წლის შემდეგ – უბადლო 56 ჯერ არჩევა და აქედან 50-ჯერ ზედიზედ 2012 წლისთვის.
იგი ასევე იბეჭდებოდა Time, Newsweek, Life, U.S. News and World Report, Parade და სხვა მრავალ ჟურნალის ყდებზე და იყო მრავალი გაზეთი თუ ჟურნალის თემა.
ბატონი გრემის მეუღლე, რუთი ბელ გრემი, 64 წლის ასაკში 2007 წლის ივნისში გარდაიცვალა. მათ ჰყავთ სამი ქალიშვილი, ორი ვაჟიშვილი, 19 შვილიშვილი და უამრავი შვილთაშვილი. ბილი გრემი ახლა თავის სახლში, ჩრდილოეთ კაროლინას მთებში ცხოვრობს.

0
472
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:აკო
აკო
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0