x
image
beko777
მამუკა ონაშვილი „კვირის ქრონიკის“ ჟურნალისტს პასუხს სთხოვს

imageგასულ კვირას თბილისში მომხდარი შემთხვევა, როცა სააკაშვილის მთავრობის დროინდელი შსს მინისტრის მოადგილე - ლევან გვაზავა მძიმედ დაიჭრა, მისი ნათესავი კი გარდაიცვალა, ქვეყნის მთავარი ინფორმაცია იყო. ვრცელდებოდა ასობით ვერსია მომხდარის შესახებ, რომ ყოფილი ძალოვანის მანქანა ჩაცხრილეს, რომ გვაზავას იარაღი გაუვარდა და საკუთარი ნათესავი, რომელიც გვერდით ეჯდა - ასე დაიღუპა, რის მერეც გვაზავამ თვითმკვლელობა სცადა და ა.შ. უარავი ვერსია გაჟღერდა ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს და პროკურატურა ლევან გვაზავას გამოჯანმრთელებას ელოდება.


თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესის სფერო, გაზეთ „კვირის ქრონიკაში“ გამოქვეყნებული სტატიის ის მონაკვეთია, სადაც ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი წერს, რომ ლევან გვაზავამ წლების წინ ერთ-ერთ რესტორანში ქეიფის დროს, შელაპარაკების ნიადაგზე იარაღის გასროლით დაჭრა მომღერალი მამუკა ონაშვილი, რომელიც იმავე რესტორანში სუფრის თამადა იყო, - აღნიშნულის კონტექსტი კი ის იყო, რომ საზოგადოება საუბრობდა პოლიციელის საზოგადოებასთან მიმართებაში პრობლემებზე, რომელიც მას სიმთვრალის დროს ჰქონდა ხოლმე.

აღნიშნულ სტატიას მომღერლის მძაფრი, მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოყვა, მამუკა ონაშვილი ამჟამად თურქეთში იმყოფება და ჩამოსვლას რამდენიმე დღეში აპირებს, რის შემდეგაც ჟურნლასტთან ამ საკითხის გარკვევას პირადად შეეცდება, თუ საიდან მოიტანა მსგავსი სახის ტყუილი.
მამუკა ონაშვილი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე სახალხო კომენტარსაც ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ

ეს სტატია რომელიც გამოქვეკნებულია "კვირის ქრონიკაში" მეზღაპრე ჟურნალისტ ლევან ჯავახიშვილის მიერ რაც ჩემთან დაკავშირებით არის დაწერილი - არის დიდი ტყუილი ცრუ ინფორმაცია, ანუ მოგონილი ისტორია. ესეთი რამ საერთოდ არ მომხდარა და ძალიან შეურაცყოფილი ვარ "კვირის ქრონიკის" და ლევან ჯავახიშვილის მხრიდან!!
დაწერო გადაუმოწმებელი ისტორია, საქვეყნოდ გამოაქვეყნო და გაანადგურო გაასწორო მიწასთან ადამიანი ძალიან დიდი დანაშაულია, რაზეც პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას!!! რასაც აუცილებლად გავაკეთებ.

ცოტახნის წინ დაუკავშირდი ტელეფონით მეზღაპრე ჟურნალისტს ლევან ჯავახიშვილს და მოვთხოვე პასუხი მან მიპასუხა, რომ - ისევ დავწერ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია!!! ნუთუ ესეთი ადვილია თქვენი მხრიდან ლევან ჯავახიშვილო - ამოსვარო ადამიანი ტალახში, გაანადგურო, მოკლა ადამიანი და უცებ ისევ გააცოცხლო?! ამ სტატიას, ამ ტყუილს, ამ მოგონილ ზღაპარს ხომ მთელი ქვეყანა წაიკითხავს, მერე ჩემს თავმოყვარეობას რა ვუყო? ეს თქვენ მესროლეთ ეხლა თქვენი სტატიით საშინელი მოგონილი ისტორიით და მომკალით როგორც პიროვნება და ადამიანი!!!! რაზეც პასუხი უნდა აგოთ აუცილებლად და თქვენთან ერთად კიდევ რამოდენიმე უცოდინარმა ჟურნალისტმა!!!!
ღმერთი ზემოდან იყურება და ყველაფერს ხედავს გეშინოდეთ ცილისწამების!!!!! კიდე კარგი ნახევარმა თბილისმა მაინც იცის, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ თქვენს მიერ შეთხზულ ისტორიასთან!! ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა!! ვიზიარებ! ლევანი და ნინო ჩემი მეგობრები არიან და რომ ჩამოვალ ამ დღეებში აუცილებლად მოვინახულებ!! გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ლევანს!


image

0
572
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
572
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0