x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დღეს დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა

image












დღეს დილით 08:50 მიწისძვრა დაფიქსირდა საქართველოში. ბიძგები ძირითადად კახეთის რეგიონში და ასევე თბილისშიც იგრძნობოდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯრობით არ ვრცელდება.



დღეს დილით 08:50 მიწისძვრა მოხდა საქართველოს აზერბაიჯანის საზღვრიდან 56 კილომეტრის მოშორებით. მიწისძვრის სიმძლავრე ეპიცენტრში 5, 8 მაგნიტუდას შეადგენდა.
სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი აზერბაიჯანში საქართველოს საზღვრიდან 100 კილომეტრში და თბილისიდან, დაახლოებით, 250 კილომეტრში იყო. ბიძგები ძირითადად კახეთის რეგიონში და ასევე თბილისშიც იგრძნობოდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეპიცენტრი ისმაილის რაიონში იყო.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.


"კახეთში ნამდვილად შეინიშნებოდა ბიძგები, თუმცა ჩვენი გადამოწმების შედეგად დადასტურდა, რომ რაიმე სახის ნგრევას ან ზიანს ადგილი არ ჰქონია. აბსოლიტური სიწყნარეა. ძლიერი ბიძგები ნამდვილად არ იყო." - აცხადებს კახეთი გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი.


ასევე, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილიც აცხადებს, რომ ბიძგები ქვემო ქართლშიც შეინიშნებოდა, თუმცა ნგრევას ადგილი არ ჰქონია.

5
320
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
320
  
2015, 4 სექტემბერი, 13:30
რაიმე ფოტო ხომ უნდა დამედო თემასთან დაკავშირებით :დ კარგით ბოდიშით მეტს აღარ ვიზამ :დ
2015, 4 სექტემბერი, 13:15
შიზოიდი
2015, 4 სექტემბერი, 13:11
თუ არ არსებობს მაშინ ამ ფოტოთი ადამიანები შეცდომაში რატომ შეგყავთ?
2015, 4 სექტემბერი, 12:42
კარგით მადლობა, მაგრამ რეალური ფოტო რომ არ არსებობს ? :დ
2015, 4 სექტემბერი, 12:40
მსგავსი სიახლეების დროს რეალური ფოტო უნდა დაადოთ მასალას ან ისეთი მიანც, რომ ადამიანები შეცდომაში არ შეიყვანოთ. გაითვალისწინეთ მომავალში!
0 1 5