x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
“ათასწლეულის მატყუარა მილიარდელი”- შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ

ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისში ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას აპროტესტებენ. განცხადება ამ ფაქტის შესახებ შალვა ნათელაშვილმა საკუთარ ოფისში გუშინ გაააკეთა, სადაც ბიძინა ივანიშვილს "საუკუნის მატყუარა მილიარდერი" უწოდა.


image


"- ათასწლეულის მატყუარა მილიარდელი ივანიშვილი რეგიონების შემდეგ, დღეს უკვე თბილისში აძვირებს ელექტროენერგიას. ამით ის კიდევ ერთხელ სწირავს ხალხს გენოციდის ტოლფასი უმძიმესი განსაცდელისთვის.
ამ დანაშაულის შემდეგ ოლიგარქს არა თუ პოლიტიკური ლიდერობის, არამედ ქართულ მიწაზე სიარულის უფლებაც აღარ აქვს.
კიდევ ერთელ ვაცხადებთ, მილიონერთა რეჟიმის შეცვლისთანავე, რაც მალე მოხდება, მთელი ენერგოსისტემა იქნება ნაციონალიზებული, ის დაუბრუნდება ხალხს, ხოლო მოსახლეობას, ელექტროენერგიის სამართლიან ტარიფს, დაუდგენს არა მილიონერთა სინდიკატი, არამედ სახელმწიფო.
გარდა ამისა, მალე დაიწყება ამ ბარბაროსულად გაძვირებულ ფასებზე, ჩვენი სარჩელის განხილვა სასამართლოში.
ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე", – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

0
357
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0