სხვა როგორ გამოიყურება სკოლის სადილი სხვადასხვა ქვეყნებში 2015, 3 სექტემბერი, 22:05 რესტორნების ქსელმა Sweetgreen გადაწყვიტა შეედარებინა სხვადასხვა ქვეყნების მოსწავლეთა სასკოლო სადილი. ჩვეულებრივ ბავშვთა კვების რაციონი ჯანსაღი პროდუქტისგან შედგება, თუმცა ეს ყველა ქვეყანაში თავისებურად აღიქმება. სურათებში ნათლად ჩანს თუ სხვადასხვა ქვეყნის რაციონზე კულტურა და კლიმატი როგორ ზეგავლენას ახდენს.
იტალია - თევზი, მაკარონი ტომატის სოუსით, სალათი Caprese (მოცარელა), პური და ყურძენი. საფრანგეთი - ძროხის სტეიკი, ყველი, სტაფილო, მწვანე ლობიო, ხილი. სამხრეთ კორეა - თევზის წვნიანი, ტოფუ და ბრინჯი, კომბოსტო, ბროკოლი, ახალი წიწაკა. აშშ - ქათამი სოუსით, პიურე, ბარდა, დაკონსერვებული ხილი, პეჩენია. საბერძნეთი - ქათამის მაკარონით, ბოსტნეული ყურძნის ფოთლებში, სალათი, ხილი, იოგურტი ბროწეულით. ფინეთი- გაროხის წვნიანი, მოხარშული ჭარხალი, სტაფილოს სალათი, ბლინები ახალი ხილით, პური. ესპანეთი - კრევეტები, ყავისფერი და თეთრი ბრინჯის ნარევი, gazpacho (ტომატის სუპი), სალათი, პური, ხილი ბრაზილია - ღორის ხორცი ბოსტნეულით, ლობიო და ბრინჯი, სალათი, პური, შემწვარი ბანანი. 953 3-ს მოსწონს
|