x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
თბილისში დენი გაძვირდა.. დაპირისპირება "თელასის" წარმომადგენლებსა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის

image
ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა სამ საათიანი სხდომა სემეკიში. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. მათ შორის ერთ-ერთის დროს „თელასის“ წარმომადგენლები აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ სემეკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით მათ ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნებოდათ. ეს საკითხი სხდომაზე მყოფმა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.
"თელასის" წარმომადგენლის მტკიცებით, კომპანიისთვის ხელფასების შემცირების შემთხვევაში თანამშრომლები გაიფიცებიან.
როგორც ცნობილია, დღეს სემეკმა თბილისში სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.




„თელასი“ სემეკის მიერ თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს იყო ის მინიმუმი, რა მოთხოვნაც ქონდათ მათ.
მათი თქმით, ზამთარში პრობლემები არ იქნება, თუმცა ფინანსური პრობლემები შეექმნება „თელასს“.


ელექტროენერგია თბილისში მაქსიმალურ განაკვეთში 4.5 თეთრით გაძვირდა. სემეკის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ კენჭი უყარეს და მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
კომისიის სხდომა დღეს დილიდან მიმდინარეობდა და რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის პროტესტის მიუხედავად სემეკ-მა ნაწილობრივ დააკმაყოფილა "თელასის" მოთხოვნა ტარიფის ზრდაზე.
პირველი საფეხურის მომხმარებელს, რომელიც 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი გაუძვირდა 13 თეთრამდე, სხვაობა კი მოქმედ ტარიფთან შედარებით 3 თეთრია. მეორე საფეხურის მომხმარებლებისთვის, რომელიც 101-დან 301 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი გაიზარდა 17 თეთრამდე, სხვაობა დაახლოებით 4.5 თეთრს შეადგენს. ხოლო მე-3 საფეხურის მომხმარებლებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას 301 კილოვატიდან ზემოთ მოიხმარენ, ისინი ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს წარმოადგენენ, ტარიფი გაიზარდა 22 თეთრამდე და სხვაობა ამ დროისთვის შეადგენს 4 თეთრზე მეტს.





0
98
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0