x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პარლამენტარი პრეზიდენტს დაუპურისპირდა


imageდემოკრატია, რომელიც მოგეხსენებათ ხალხის მმართველობას ნიშნავს, საქართველოში მხოლოდ პარადოქსულ ტერმინად თუ იქცა. ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს მუდმივად ქილიკით და გულისწყრომით მოიხსენიებენ ხან პარლამენტში, ხან მთავრობის სხდომაზე. გუშინ პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ენჯეოშნიკად მოიხსენია და განაცხადა, რომ პრეზიდენტი მათ ნერვებს უშლის და ახალ- ახალი ვეტოებით ამარაგებს პარლამენტს. ამ განცხადებას როგორც მთავრობაში ისე პარლამენტში გამოეხმაურენ და დეპუტატის განცხადება პირად შეურაცხყოფად აღიქვეს. პარლამენტარის განცხადებას სოციალურ ქსელშიც გულისწყრომით გამოეხმაურნენ და ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. რაც შეეხება მეჭიაურს, ის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. როგორც დეპუტატმა განაცხადა, თუ საჭირო იქნება, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს მოუბოდიშებს.image

0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0