x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ტრაგედია რომელსაც 10 წლის ბიჭი ემსხვერპლა – რას იხსენებს გარდაცვლილის პაპა?

image















რამდენიმე დღის წინ, ჟინვალის გზაზე, ქვის ცვენას 10 წლის ბიჭი ემსხვერპლა, რომელიც პაპასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც კლდიდან წამოსული ქვის მასებმა ცვენა დაიწყო.


საბედისწერო ქვა სწორედ მანქანის იმ ნაწილში შევარდა, სადაც 10 წლის ვანიკო კოშაძე იჯდა. მომხდარის დეტალებზე, გარდაცვლილის პაპა საუბრობს და ტრაგედიის დღე გაიხსენა, რომელსაც თავად შეესწრო.



– ჩემი ოჯახი, მეუღლე, ქალიშვილი და ორი შვილიშვილი ანანურში მყავდა წაყვანილი, წყალსაცავზე გავასეირნე, ბავშვებმა იბანავეს და ჟინვალში ვბრუნდებოდით. ამ დროს დაიწყო ქვების ცვენა, საჭესთან მე ვიჯექი, როდესაც მანქანას ლოდები დაეცა, ერთი ლოდი სალონში შემოვარდა. ჩემი ვანიკო, ჩემი ტკივილი და უბედურება გვერდით მეჯდა და პირდაპირ მას მოხვდა… თავად ექიმი ვარ, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მანქანაში მქონდა სამედიცინო ინსტურემენტები, ძლიერი სისხლდენის შესაჩერებელი პროცედურა და ხელოვნური სუნთქვაც ჩავუტარე. ამასობაში, ჩემმა მეუღლემ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში დარეკა და კატასტროფის ბრიგადაც მოვიდა, მაგრამ ვატყობდი, საქმე ძალიან ცუდად იყო. შვილიშვილი, ფაქტობრივად, ხელში ჩამაკვდა… სისხლის დანაკარგი ძალიან დიდი იყო, რასაც ქალა-ტვინის ღია ტრავმა ემატებოდა, საფეთქლის ძვალი და პირის ღრუც დაზიანებული ჰქონდა. დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავასებებელი აღმოჩნდა. რა გითხრათ, საშინელება ვნახე ჩემი თვალით… ყველაზე უბედური კაცი ვარ, რომელმაც ჩემს ხელში გაზრდილი შვილიშვილი წამებში დავკარგე და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე.



0
261
6-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0