x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძველი ნივთები - ბედნიერების საფრთხე
image

image

image



ნებისმიერ ჩვენგანს მოეძებნება სახლში ისეთი ნივთები, რომლებსაც შეეჩვია და გან-


შორება უჭირს. როგორც პარაფსიქოლოგები ამბობენ, ასეთი ნივთების შენახვით ოჯახის

აურას ვამძიმებთ და ნეგატიურ ენერგოინფორმაციულ ველს ვაღრმავებთ.


ნებისმიერ ნივთს თავისი ფიზიკური დანიშნულება აქვს, ამასთანავე, თითოეულ

მათგანს გააჩნია ინდივიდუალური ენერგეტიკა და შესაბამისი სიმბოლიკაც:


image







ჩაკეტილი ბოქლომი საქმისა და

ბედის ჩაკეტვის სიმბოლოა, ამიტომ,

თუ მას შინ ვიპოვით,

გზაჯვარედინზე უნდა

გადავაგდოთ.











image










ნემსი ჩხვლეტისა და ტკივილის

სიმბოლოა,












image საათი - სიცოცხლისა და

დროის განსახიერება. ეს

უკანასკნელი, შეიძლება ითქვას,

რომ ცოცხალი ორგანიზმია,

განსაკუთრებით მაჯის,

რომელიც პატრონის სხეულს ეკვრის და მისი

ენერგეტიკით იმუხტება.


კვლევებმა აჩვენა, რომ ზარმაცი კაცის

საათი დროს რამდენიმე წუთით

ჩამორჩება, ენერგიულისა წინ უსწრებს.

ამბობენ, როცა მაჯის საათის პატრონს

დეპრესია აქვს და სიკვდილზე

ფიქრობს, საათი მუშაობას წყვეტს.

საათის გაჩერებას პატრონის

მოჭარბებული ენერგიაც იწვევს, რაც

მის მექანიზმს აფერხებს.



image

საათი, გარდა იმისა, რომ დროის საზომი ხელსაწყოა, მაგიური დანიშნულების

საგნადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ჯადოქრები ამ, ყოველდღიურობისთვის აუცილებელ

ატრიბუტს, თავისი საქმიანობისთვის იყენებენ. საათზე ჩატარებული მაგიური

ლოცვებით შეიძლება ბედის ჩაკეტვა, მისი მფლობელის დასნეულება და ფატალური

შედეგების მიღწევაც კი.


image
თბილისში (მთაწმინდაზე) მოხდა ასეთი ამბავი. ქალბატონი "თ"-ის დედამთილის

კუბოში ვიღაცამ ჩუმად თ-ის მაჯის საათი ჩადო. მიცვალებულის დაკრძალვიდან

რემდენიმე დღის შემდეგ საათი მოიკითხა. მის კვალს ვერსად მიაგნო. ამის

პარალელურად "თ"-ს ჯანმრთელობა გაუარესდა. ლოგინიდან ვეღარ დგებოდა.

ექიმებმა დიაგნოზის დასმა ვერ მოახერხეს. მაშინ ავადმყოფი, ბევრისთვის საეჭვო

რეპუტაციის მქონე "პროფესიის" ადამიანთან წაიყვანეს. სწორედ მან უთხრა "თ"-ის

ახლობლებს, რომ რომ ოჯახიდან მაჯის საათი იყო დაკარგული:-ის გარდაცვლილს

ჩააყოლეს საფლავში. სანამ საათი იმუშავებს, "თ" იცოცხნებსო. "თ"-ს მეუღლეს

ექსჰუმაციის გაგონებაც არ უნდოდა. "თ"-ს სენს ვერაფერი მოუხერხეს. ბოლოს,

საფლავი გათხარეს. საათი მიცვალებულის ფეხებთან, სუდარის ქვეშ აღმოჩნდა...

image


ნივთსა და ადამიანს შორის დროთა განმავლობაში ენერგეტიკული კავშირი მყარდება.

როდესაც კედლის საათი წიკწიკებს, ის გამოსცემს ენერგეტიკას, რომელიც ოჯახში

სიმშვიდის ატმოსფეროს ქმნის. თუ მისი ხმა თქვენს ნერვულ სისტემაზე ნეგატიურად მოქმედებს, საათი სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს.


რა ვუყოთ იმ გაჩერებულ საათებს, რომლებთან განშორებაც გვიჭირს და მესაათემ მისი

მექანიზმის ამუშავება ვერ მოახერხა? პარაფსიქოლოგები გვირჩევენ, შევფუთოთ

გაუმჭვირვალე ნაჭრით და ისეთ ადგილზე შევინახოთ, სადაც ოჯახის წევრების

თვალი არ მოხვდება. თუმცა გაფუჭებული საათის ოჯახში დატოვება მისი წინსვლის

შემაფერხებელია.


image

კიდევ ერთი სათუთი ნივთი, რომელსაც მაგიურ ნიშან-თვისებებს მიაწერენ, არის სარკე – კარი მისტიურ და რეალურ სამყაროთა შორის. ისევე, როგორც ადამიანებს

აქვთ მეხსიერება, ძველ ნივთებსაც ახსოვთ ოჯახში განცდილი ბედნიერებისა თუ

უბედურების მომენტები, ამიტომ განსაკუთრებით არასასურველია ანტიკვარული

სარკის შეძენა. ძველ სარკეს ახალ ოჯახში მძიმე ენერგეტიკულ-ინფორმაციული ველი

შეაქვს. თუმცა შეიძლება პირიქითაც მოხდეს, ეს იმ შემთხვევაში თუ წინა მფლობელ-

ისგან მხოლოდ ბედნიერება აქვს "დამახსოვრებული", მაგრამ სარკის "მეხსიერების"

შემოწმება შეუძლებელია, შესაბამისად, გარისკვაც არ ღირს.


ამ თემის საილუსტრაციოდგამოდგება თბილისელი "მ.შ"-ს ისტორია.

მან სამჯერ შეირთო ცოლი და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, სამივე

ავტოკატასტროფაში დაეღუპა. ეს უბედურება მას შემდეგ დაიწყო, რაც "მ.შ"-ს დედამ

ანტიკვარული ნივთების მაღაზიაში 2 ათას დოლარად შეფასებული, ულამაზესი

სარკე შეიძინა...





image
პარაფსიქოლოგიაში ცნობილია: როცა მძიმე ავადმყოფობა შეეყრება ვინმეს და მისი

სიკვდილი გარდაუვალია, ოჯახში მყოფი შინაური ცხოველები ამ დაავადებას საკუთარ

თავზე იღებენ, ცხოველი კვდება, ადამიანი კი მოულოდნელად გამოჯანმრთელებას

იწყებს. არაერთმა შემთხვევამ დაადასტურა, რომ იგივე ფუნქცია სარკემაც შეიძლება

შეითვისოს. თუ ნივთი თავით გაიბზარა ან გატყდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან თავის

თავზე აიღო ნეგატიური ტალღა, რითაც პატრონი გადაარჩინა. გატეხილ სარკეში

ჩახედვა დაუშვებელია, ის სასწრაფოდ უნდა გაიტანოთ ოჯახიდან.



ძველ ნივთებთან დაკავშირებით საინტერესო ტრადიცია არსებობს უცხოეთში,

სხვადასხვა ქვეყანაში, წელიწადის სხვადასხვა დროს, ძველი ნივთები გააქვთ და

ცხოვრებას ახალ, სუფთა ენერგიის მქონე საგნებთან ერთად იწყებენ.

თუმცა ასეთი ტრადიციის შემოღება ეკონომიკურ პირობებთან არის

გადაჯაჭვული, ამ ფუფუნების უფლება ჩვენს ქვეყანაში ცოტას თუ აქვს, მაგრამ

გაბზარული, გაფუჭებული ნივთები მაინც მოიშორეთ თავიდან, ისინი თქვენს

ბედნიერებას საფრთხეს უქმნიან.

5
704
8-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
704
  
2015, 4 სექტემბერი, 11:38
მადლობა
2015, 3 სექტემბერი, 23:36
ძალიან მომეწონა
2015, 2 სექტემბერი, 23:27
მადლობა მანჩო!
2015, 2 სექტემბერი, 23:12
ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ცოტათი საშიში :)
2015, 2 სექტემბერი, 17:01
()
0 1 5