x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები და პრაგმატული დამოკიდებულება, რომელიც შევიმუშავეთ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით"

image
"ამბასადორიალზე" პრემიერმინისტრმა ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა ამავე დროს ევრაზიულ კონტინეტზე არსებული პოტენციალი ათვისებული უნდა იქნას.
„ჩვენ გარდა იმისა, რომ ურყევად, მტკიცედ მივყვებით ამ გზას, ვცდილობთ, რომ სხვა ურთიერთობები განვავითაროთ. გუშინ ბატონმა გიორგიმ ახსენა, რომ ევრაზიის კონტინენტზე განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას და პოტენციალს, რომელიც არსებობს. ეს არის სწორი მიმართულება და გზავნილი, რომ გარდა იმისა, რომ რაც არის ჩვენი მთავრი ამოცანა ევროინტეგრაცია, ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით მისწრაფება, უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩინეთთან, აზის ქვეყნებთან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, "-განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები და პრაგმატული დამოკიდებულება, რომელიც შევიმუშავეთ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით. ამით, რა თქმა უნდა, ხელი შევუწყვეთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გაზრდას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ, ხელისუფლებამ შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთთან, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა. მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის გატარება, რაშიც თქვენ, ელჩებს განსაკუთრებული მისია გაქვთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


0
27
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0