x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მშრალი ხილი

თუ ადრე გამხმარი ხილი გამოიყენებოდა პრაქტიკულად ყველა ოჯახში, ახლა მივიწყებას მიეცა, რაც სამწუხაროა. იმის ნაცვლად, რომ მივირთვათ სხვადასხვა ცომეული, ნამცხვრები და ტკბილეული, რაც არაფერს დადებითს არ შეიცავს, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ გამხმარ ხილს, რაც ძალიან სასარგებლოა.image მშრალი ხილი გვეხმარება სიმსუქნესთან ბრძოლაში, რაც ჩვენი დროის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ისისნი გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.ისინი შეიცავენ ბევრ ვიტამინებს, რომელიც ზამთარში ასე აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის.ხმელი ხილი სასარგებლოა კბილების და ძვლებისთვის, რადგან მათში მნიშვნელოვანი ოდენობით არის ფოსფორი და კალციუმი.კარგია ანემიის თავიდან ასაცილებლად, მათ შემადგენლობაშია რკინა, რაც ეხმარება სისხლს აწარმოოს წითელი უჯრედები. განსაკუთრებით სასარგებლოა შავი ქლიავი, გამხმარი გარგარი და ქიშმიში, რომლის შემადგენლობაშია ფოსფორი და კალიუმი, ბავშვთა და 45-50 წელს გადაცილებულთათვის, იგი დადებით გავლენას ახდენს ძვლის ჯანმრთელობაზე. გამხმარი ატამი, ქიშმიში და გარგარი შეიცავს ვიტამინ B12 და ფოლიუმის მჟავას. გარდა ამისა, ჩირი ეხმარება ნაწლავებს თავიდან აიცილოს შეკრულობა.მსუქანმა ადამიანმა უნდა შეზღუდოს გამხმარი გარგარის მოხმარება, რადგან ის კალორიულია.

ვისაც სურს წონაში დაკლება უნდა მიიღოს ლეღვის ჩირი, ის კარგად წვავს ცხიმს. ასევე რეკომენდებულია მსხვილი ნაწლავის კიბოს თავიდან ასაცილებლად, გამოიყენება ხველისა და ყელის ტკივილის დროს. შავი ქლიავის ჩირი დადებითად მოქმედებს გულზე და ნაწლავებზე.

ფინიკი რეკომენდებულია ორსული ქალებისთვის და მეძუძური დედებისთვის.

1
362
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნათიკო ნათიკო
ნათიკო ნათიკო
362
  
2015, 2 სექტემბერი, 18:32
მომწონს
0 1 1