x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134373
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მოზარდობის ხანის ასაკობრივი თავისებურებები
imageმოზარდობა - ეს არის პერიოდი 10-11 წლიდან 16-19წლამდე.ხშირად სიტყვა "მოზარდის" ნაცვლად"თინეიჯერს" იყენებენ და მიაწერენ ისეთ თვისებებს - როგორებიცაა :უხეში, თავხედი, უზრდელი, თავქარიანი, ეს სტერეოტიპია და სულაც არ შეესაბამება სიმართლეს.მოზარდობა არის პერიოდი როცა განვიცდით უდიდეს ცვლილებებს როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად, იცვლება ჩვენი ქცევა, ფიქრები, აზროვნება.ამ პერიოდის დადგომის პირველ წელს მოზარდი მიისწრაფვის თვითდამკვიდრებისკენ, ხშირადაა გაბრაზებული, აგრესიული, ადვილად ეცვლება გუნება-განწყობა, დაპირისპირებულია ოჯახის წევრებთან.თუმცა, დროის გასვლის შემდეგ უკეთ ახერხებს თავის კონტროლს, მეტად ობიექტური და ნაკლებად აგრესიულია, იწყებს მეგობრების ძიებს.შემდგომ ეტაპზე უფრო და უფრო ჩაკეტილი ხდება საკუთარ თავში, აქვს ბევრი საიდუმლოება, ნაკლებად კომუნიკაბელურია, მიდრეკილია დეპრეესიისკენ და იმედგაცრუებისკენ.14 წლიდან მოზარდი აგზნებულია, პრეტენზიული, ყურადღებას აქცევს გარეგნობას, აკრიტიკებს მშობლებს და პრობლემები აქვს დანარჩენ ოჯახის წევრებთანაც.თანდათან იღვიძებს სურვილი იყოს პოპულარული, დაამკვიდროს საკუთარი შეხედულებები.

16 წლიდან ნელ-ნელა ხდება უფრო დამყოლი, მომთმენი, ფიქრობს მომავალზე, სტაბილურია ურთიერთობა მშობლებთანაც, თუმცა უპირატესობას მეგობრებს ანიჭებს.მოზარდობის პერიოდთთან დაკავშირებით მარკ თვენს აქვს ნათქვამი საინტერესო და იუმორნარევი ფრაზა: "როცა 14 წლის ვიყავი, მამაჩემი იმდენ სისულელეს ამბობდა, რომ ვერ ვიტანდი, მაგრამ როცა 21 წლის გავხდი, გამიკვირდა, როგორ დაჭკვიანდა მოხუცი ამ 7 წელიწადში."

როგორც აღვნიშნე, მოზარდობის ეტაპს თან ახლავს ცვლილებები და სირთულეებიც.ეს ეხება აღმზრდელობით სფეროს, ასევე იცვლება დამოკიდებულება სწავლის მიმართ და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

1.სასწავლო საქმიანობის თავისებურებები - სწავლის პროცესი მოითხოვს დამოუკიდებელ აზროვნებას, საკუთარი ცოდნის კონტროლს, შეფასებას და ამისთვის ყველა მოზარდი არაა მზად.


2.გონებრივი სიზარმაცე - ასეთ შემთხვევაში ფიქსირდება ყურადღების მცირე მოცულობა, სუსტი კონცენტრაცია, შეიძლება გაგვაჩნდეს სწავლის დაბალი მოტივაცია.ამ უკანასკნელს შესაძლოა მასწავლებლები და მშობლები იწვევდნენ. ისინი ხშირად მნიშვნელობას ნიშნებს ანიჭებენ და არა რეალურ ცოდნას.

3.ინდივიდუალურ ტიპოლოგიური თავისებურებები -მოიცავს ემოციურ აშლილობას, დაბალ თვითშეფასებას.

4.სასწავლო პროგრამაში ჩამორჩენა - რის შემდეგაც სასწავლო პროცესისთვის ფეხის აწყობა რთულია და ახალი მასალა გაუგებარი ხდება.

რაც შეეხება ფიზიკურ მხარეს, ორგანიზმი რადიკალურ ცვლილებეს განიცდის, იწყება სქესობრივი მომწიფება. პირველ რიგში, საგრძნობლად იმატებს სიმაღლე(8-10სმ-ით).ძვლები და კუნთები არაპროპორციულად ვითარედება, მაგ.ჯერ იზრდება ხელის მტევნები და ტერფები, შემდეგ კიდურები, ბოლოს კი მხრები, ამის გამო მოზარდები ხშირად მოუქნელები არიან.ეს ხდება იმის მიზეზიც, რომ მოზარდები უკმაყოფილონი არიან თავიანთი გარეგნობით.

ცვლილებებია გულ-სისხლძარღვთა სისტემის განვითარებაშიც.გული მაღალი ინტენსივობით იზრდება, სისხლ-ძარღვთა დიამეტრი კი ვერ ასწრებს ზრდაში დაწევას, ამიტომ მოზარდებს აღენიშნებათ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისცემის გახშირება.

სქესობრივ მომწიფებას რაც შეეხევა, გოგონებში მიმდინარეობს 11, 12-13, 14 წლებში, ბიჭებში კი 12, 13-15, 16წლებში.ბიჭებში ნაადრევი სქესობრივი მომწიფება თავდაჯერებულობას განაპირობებს, გოგონებში კი პირიქით, ისინი უხერხულბას გრძნობენ, თუკი ეს პროცესი დაგვიანდება გოგონები ამას ნაკლებად განიცდიან, ბიჭები კი მტკივნეულად აღიქვამენ, რადგან ყველა ისე უყურებთ, როგორც პატარებს.

0
175
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე ლურსმანაშვილი
ელენე ლურსმანაშვილი
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0