x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134675
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508866
"პოლიტიკური გადაწყვეტილება"-ინგა გრიგოლია ტელეკომპანია "იმედის" მიერ მისი გადაცემების დახურვას აფასებს

image
ინგა გრიგოლია ტელეკომპანია იმედის მიერ გადაცემების იმედის კვირისა და რეაქციის დახურვას "პოლიტიკურ გადაწყვეტილებად" აფასებს.
განცხადება ამის შესახებ ჟურნალისტმა სხვადასხვა მედიასაშუალებებთან გააკეთა.
ტელეკომპანია იმედმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია იმედი დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუებს.
მიზეზად ისინი გადაცემებისთვის ახალი ფორმატის შემუშავებას ასახელებენ, რომელსაც მათი თქმით მაყურებელს 2016 წლიდან შესთავაზებენ.
როგორც ინგა გრიგოლია აცხადებს მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არ უცნობებიათ.



„ვერასოდეს ვერ დავიჯერებ, რომ ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, “-ასე აფასებს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია იმედის მიერ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის გადაწყვეტილებას. მისი თქმით არც ერთი ტელეკომპანია 2 მაღალრეიტინგულ გადაცემას ერთდროულად არ ხურავს.
„ვერასოდეს ვერ დავიჯერებ, რომ ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა რადგან ფაქტია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში იღებს ერთი კაცი, რომელსაც აქვს თავისი სწორება როგორი უნდა იყოს მედია, ის აწესებს მედიასტანდარტებს, მას აქვს მოსაზრებები ხვდებოდა ჟურნალისტებს, ექსპერტებს. არ არის გამორიცხული, რომ მისი მოსაზრება იყო. ხელისუფლება ყოველთვის ეცდება, რომ გაგვაკონტროლოს, ცუდი ისაა თუ ტელევიზიის მფლობელები ხელისუფლებას გაუგორებენ კოჭს. ჩემს შემთხვევაში ეს ასე მოხდა, “-აცხადებს ინგა გრიგოლია და განმარტავს, რომ მან გუშინვე მიიღო რამდენიმე შეთავაზება და ის აუცილებლად იქნება ტელევიზიაში.



0
118
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0