x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტები შიმშილობას განაგრძობენ

image
განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტთა მცირე ნაწილმა მთელი ღამე გაათენა. ისინი მეორადი ჩარიცხვების დაშვებას ითხოვენ.
აბიტურიენტები ამ წუთებშიც იქ იმყოფებიან და შიმშილობას აგრძელებენ. ახალგაზრდები უწყებასთან გუშინ მთელი დღის განმავლობაში მართავდნენ აქციას.
მათ ის აბიტურიენტები არ უერთდებიან, რომლებმაც ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართეს. მათი თქმით, ისინი შეეცდებიან, ეს საკითხი მოლაპარკების გზით მოაგვარონ.
მეორად ჩარიცხვებს 700-მდე აბიტურიენტი ითხოვს.



მინიმალური ზღვარის გადალახვისა და მაღალი ქულების მიღების მიუხედავად, 700–მდე აბიტურიენტი უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩა.
ახალგაზრდები მეორადი ჩარიცხვის სისტემის აღდგენას და სტუდენტის სტატუსის მიღებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნით სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს.
განათლების მინისტრი აბიტურიენტების მოთხოვნას განიხილავს, თუმცა წინასწარ აანონსებს, რომ პოზიციას არ შეცვლის.
თამარ სანიკიძის განცხადებით, მეორადი ჩარიცხვის სისტემა არ აღდგება.



0
110
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0