x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
ადრეული მოზრდილობა - ოჯახური ციკლი , პროფესიული ციკლი
image

ყველას ჰყავს ოჯახი და, რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად არიან განსხვავებულნი, თუმცა ყველა მათგანი გადის განვითარების ერთსა და იმავე სტადიას.ამ პროცესში პირველი ეტაპი საკუთარი ოჯახისგან გამოყოფაა, მეორე ეტაპს ქორწინება წარმოადგენს, მესამე კი - პირველი შვილის ყოლა და მშობლად ქცევაა.რასაკვირველია, მხოლოდ ამ სამი მოვლენით არ შემოიფარგლება ოჯახური ციკლი და მნიშვნელოვანია ისეთი მოვლენებიც, როგორებიცაა შვილების სკოლაში მისვლა, შვილების სახლიდან წასვლა, მეუღლის გარდაცვალება და ა.შ.

მშობლის როლის მორგება ახალ სტატუსს სძენს ადამიანს.იცვლება ცხოვრების რეჟიმი, ხდება პრიორიტეტების გადაფასება, მოვალეობების გადანაწილება, ახალ როლს იძენს უფროსი თაობაც.ეს ეტაპი საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და ითვლება კიდეც განვითარების უმაღლეს ფაზად წყვილთათვის.ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ მშობლის სტატუსის მიღებაზე.ხშირია შემთხვევები, როცა მამკაცები ეჭვიანობას იწყებენ იმის გამო, რომ დედას შვილთან განსაკუთრებული მიჯაჭვულობა აქვს, ხშირად ინგრევა ურთიერთობებიც, რაშიც დიდ როლს თამაშობს გაზრდილი პასუხისმგებლობა, სექსუალური პრობლემები.ამას გარდა იცვლება პრიორიტეტებიც, ქალები მეტად არიან დაკავებულნი ბავშვის აღზრდით, მამაკაცები კი მეტ დროს უთმობენ მუშაობას გაზრდილი ხარჯების დასაფარად.

იმისთვის რომ გადაილახოს აღნიშნული სირთულეები დიდი მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერას, განსაკუთრებით მეუღლის მხრიდან, აუცილებელია ნუგეში, გამხნევება. უნდა ვიზრუნოთ თვითშეფასებაზეც, რადგან დაბალი თვითშეფასების მქონე მშობლები სიირთულეებს ძნელად თუ გადალახავენ. საყურადღებოა ბავშვის თავისებურებებიც.


რაც შეეხება პროფესიულ ციკლს, იწყება ახალგაზრდობაში და სრულდება პენსიაზე გასვლისას.ე.ი ვირჩევთ პროფესიას, ვაგროვებთ შესაბამის გამოცდილებას და გავდივართ პენსიაზე.არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ შრომითი უნარების ათვისებას.

პირველი მათგანია მომუშავე მშობელთან იდენტიფიკაცია.საკუთარი თავი გავიხსენოთ, თუკი მუდმივათ ვუყურებდით სამედიცინო იარაღებსა და მედიკამენტებს ალბათ ვირგებდით ექიმის როლს და შემდგომ ვოცნებობდით სწორედ ამ მიმართულებით კარიერის აწყობას.

მნიშვნელოვანი ეტაპია შრომისმოყვარეობის თვისების შეძენა, როცა უკვე შეგვიძლია განსხვავებული საქმეებისთვის დროის გადანაწილება და თითოეული მათგანის შესრულება, ამას მოჰყვება უშუალოდ პროფესიის არჩევა, შემდგეგია პროფესიონალად ჩამოყალიბება, ამ ეტაპების გავლის შემდეგ ადამიანი იწყებს სამოქალაქო და საზოგადოებრივი როლის შესრულება ბოლოს კი, პენსიაზე გასვლის დროს, იხსენებს და იაზრებს განვლილ გზას.

imageპროფესიულ ციკლზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის მიზეზები, რომლებიც განაპირობებს ჩვენს არჩევანს. ძალიან ხშირად მშობლების გავლენით ვაკეთებთ არჩევანს, ისინი ცდილობენ თავიანთი ინტერესბის შესაბამისად დასახონ შვილების მომავალი.

მნიშვნელოვანია მე-კონცეფცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აირჩევს იმ პროფესიას, რომელშიც წარმატების მიღწევის მეტი შანსი ექნება.

პრაქტიკული მოსაზრებაც - შესაძლოა გატაცებული ვიყო რომელიმე კონკრეტული სფეროთი, თუმცა დაბალი ანაზღაურების გამო უარი ვთქვათ მასზე.

აუცილებელია გვახსოვდეს ის, რომ პროფესიის არჩევისას მაქსიმალურად დავეყრდნოთ საკუთარ ინტერესებს და არა სხვების მოთხოვნებს, არც ისაა ტრაგედია თუ უკვე შემდგარი პროფესიონალი მივხვდებით რომ ეს საქმე უბრალოდ აღარ გვაინტერესებს, მიმართულების შეცვლა არასდროსაა გვიანი.

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე ლურსმანაშვილი
ელენე ლურსმანაშვილი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0