x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მაფიოზური იერარქია

image


1) Capo di Tutti Capi – “ ბოსების ბოსი“ - ყველა ოჯახის თავი. დღეისათვის ცნობილია მხოლოდ ერთი ადამიანის
სახელი, რომელსაც სიცილიაურ მაფიაში აღნიშნული თანამდებობა ეკავა (მატო მესსინა დენარო)



2) Capo di Capi Re - სიტყვასიტყვით „ მეფე-ბოსების
ბოსი“ ტიტული პატივისცემის ნიშნად მიენიჭა „ ბოსების ბოსს“ პენსიაზე გასვლის შემდეგ.



3) Capofamiglia - დონი - ოჯახის თავი



4) Consigliere – „ მრჩეველი“ დონის
კონსულტანტი. რეალური ძალაუფლება თითქმის არ გააჩნია, მაგრამ როგორც წესი დონი ყურს
უდებს თავისი (Consigliere) - ს რჩევას. პრაქტუკულად ამ ადამიანს შეუძლია ბიძგი მისცეს დონის თითქმის
ნებისმიერ გადაწყვეტილებას.



5) Sotto Capo - დონის მოადგილე და
ფორმალურად მეორე კაცი ოჯახში



6) . Capodecina, Caporigeme, Capo - ეს სამი სიტყვა აღნიშნავს ერთი და იმავე თანამდებობას - კაპიტანი „
ღირსების ხალხის“ მაფიის ჯარისკაცების. როგორც წესი კაპო 5-დან 20-მდე ჯარისკაცს მეთაურობს



7) Uomini D’onore, Sgarrista, Soldato – „ ღირსების ხალხი’’
ან „ მაფიის ჯარისკაცები’’ დასაწყისი საფეხური მაფიოზურ კარიერაში.



8) . Picciotto - სიტყვასიტყვით „ პატარა
ადამიანი“ ამ ჯგუფში შედიოდნენ ის ადამიანები, ვისაც უნდოდა გამხდარიყო მაფიის წევრი,
მაგრამ ჯერ არ იყვნენ მიღებულნი ოჯახში.



9) Giovane D’Onore - ღირსების ახალგაზრდები - მაფიის
მეგობრები და მხარდამჭერები, როგორც წესი არა იტალიური სისხლის მქონე ადამიანები. ამ ჯგუფში შედიან კორუმპირებული თანამდებობის პირები,
პოლიციელები, იურისტები, მაფიის ბანკირები და ყველა ის ხალხი, რომლებიც ეხმარებიან
ოჯახს ფუნქციონირებაში.



მნიშვნიელოვანია აღინიშნოს, რომ ოჯახის დონს არანაირი შეხება არა აქვს ჯარისკაცებთან და ძალიან იშვიათად ურთიერთობს კაპითნებთან. რათქმაუნდა
არასდროს არ აძლევს ბრძანებებს შემსრულებლებს პიარადად. შემსრულებლებმა ( მაფიის ჯარისკაცები)
კი პრაქტიკულად არაფერი იციან, არც კაპიტნებისა და არც სხვათა საქმიანობის შესხებ.
ამ მეთოდით ფული მიდის ზემოთა საფეხურებისაკენ,
ხოლო სრული უკანონო საქმიანობა რჩება იერარქიის დაბალ საფეხურებზე, მაფიის წარმატების
ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ ამაში მდგომარეობს - მეტად რთულია მტკიცებულებების მოპოვება
დონის წინააღმდეგ. ფორმალურად ის არ ეწევა უკანონო საქმიანობას. ჯარისკაცების შეცვლა
კი ყოველთვის შეიძლება. ასეთი გასაიდუმლოების
შემთხვევაშიც კი, ჯარიკაცებმა იციან ძალიან ბევრი იმის შესახებ, რაც პოლიციასა და ინტერპოლს
აინტერსებს.

0
328
3-ს მოსწონს
ავტორი:უსაქმური1991
უსაქმური1991
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0