x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ეკა ხოფერია-"რატომღაც მგონია, რომ ეს ისტორია ინგაზე დასრულდება კარგად!" ინგა გრიგოლია არ გამორიცხავს, რომ გადაცემების დახურვა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა.
image


როგორც იცით, ტელეკომპანია "იმედმა", ახალი სატელევიზიო სეზონის დასაწყისში გადაწყვიტა, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები დროებით შეაჩეროს. ამ გადაწყვეტილებას კი ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტის, პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვან ინგა გრიგოლიას ორი გადაცემა, "რეაქცია" და "იმედის კვირა" შეეწირა. გადაცემების ჟურნალისტები და პროდიუსერები არხის ხელმძღვანელებისგან მოითხოვენ განმარტებას და იმ მიზეზის ახსნას, თუ რის გამო დახურეს ასე მოულოდნელად ორივე გადაცემა. ისინი დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებენ ამ საკითხში და თვლიან, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

ინგა გრიგოლიას მხარდაჭერს უცხადებს მისი კოლეგა და "იმედის კვირის" თანაწამყვანი, ჟურნალისტი ეკა ხოფერია და სოციალურ ქსელზე სტატუსს აქვეყნებს:


"და მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ! რატომღაც მგონია, რომ ეს ისტორია ინგაზე დასრულდება კარგად! მე ყოველთვის მის გვერდში ვიდგები და ყოველთვის გავაპროტესტებ ჩემი კოლეგებისთვის გადაცემების დახურვას. ინგა პირველი და ლამის ერთადერთი იყო, ვინც მხარში დამიდგა, როცა პირდაპირი ეთერიდან წამოვედი. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ძალიან. შეიძლება მოგწონდეთ მისი წაყვანის მანერა, შეიძლება -არა, მაგრამ ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ ის ერთ-ერთი ძლიერი ჟურნალისტია ჩვენს მედია-სივრცეში და მისთვის გადაცემების დახურვა მინიმუმ მეტ განმარტებას მოითხოვს საზოგადოებისთვის.
ვაპირებ მივიღო განმარტებები ხვალ მენეჯმენტისგან, ვგეგმავ ოჯახთან დაკავშირებას. ეს არხი მე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება ამ არხზე და ვინ არა. მნიშვნელოვანია, რომ იმედზე იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები. მნიშვნელოვანია, რომ ჩემს კოლეგას აი ასე არ უხურავდნენ გადაცემას. მოკლედ, წარმატებები ინგას და წარმატებები მეც ამ ყველაფრის გარკვევასა და მოგვარებაში..."image


თვითონ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფიქრობს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს ერთი კაცი და აწესებს მედიასტანდარტებს და ეს ბიძინა ივანიშვილიაო. იგი არ გამორიცხავს, რომ სწორედ ოლიგარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეხურათ ინგა გრიგოლიას რეიტინგული გადაცემები...

0
395
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0