x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პრეჯუდისები და დისკრიმინაცია
imageპრეჯუდისები და დისკრიმინაცია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფენომენებია, მაგრამ ერთი და იგივე სულაც არაა.განმარტებას რომ მივყვეთ პრეჯუდისი - ესაა ატიტუდი(ხშირ შემთხვევაში ნეგატიური) ზოგიერთი ჯგუფის წევრისადმი, რომელიც ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებას. რაც შეეხება დისკრიმინაციას - ეს არის ნეგატიური ქცევა გარკვეული ჯგუფის ან ჯგუფის წევრების მიმართ. მიმოვიხედოთ ჩვენს ირგვლივ, დიდი ალბათობით, უამრავ პრეჯუდისსა და დისკრიმინაციულ ქცევას წავაწყდებით. პრეჯუდისები შესაძლოა გამოიხატოს 1.ქცევაში - როცა მიდრეკილნი ვართ ვიმოქმედოთ ნეგატიურად რომელიმე ჯგუფის მიმართ, 2.კოგნიტურ ასპექტში - გაგვაჩნდეს ნეგატიური რწმენები და მოლოდინები რომელიმე ჯგუფის მიმართ და 3. აფექტურ ასპექტში - განვიცადოთ ნეგატიური გრძნობები და ემოციები რომელიმე ჯგუფის მიმართ. ყველაზე მარტივ მაგალითად ქალებისა და მამაკაცების შესახებ შექმნილი აზრიც გამოდგება. ქალი ზოგადად გაიგივებულია ნაზ, დამყოლ, მოსიყვარულე, სუსტ არსებასთან, ხოლო მამაკაცი ძლიერ, ლიდერობისთვის შექმნილ ფენომენადაა აღიარებული. ეს აზრი ხდება ხშირად იმის მიზეზი, რომ ქალებს ბარიერები აღუდგებათ წინ თუნდაც პროფესიული წინსვლის დროს. მაგ. ნაკლებად მოელიან რომ ქალი იქნება კარგი მექანიკოსი, ინჯინერი, მიიჩნევენ რომ ორსული ქალი ნაკლებად შრომისუნარიანია და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ხშირად მიმართავენ დისკრიმინაციის დახვეწილ ფორმებს.ამიტომ, თუკი დღეს ისეთივე სიხშირით აღარ ვხვდებით დისკრიმინაციული საქციელის გამომჟღავნებას როგორც უწინ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ ეს ფენომენი დღეს აღარ არსებობს. მაგ. უარყოფა იმისა რომ, დისკრიმინაცია უმცირესობის მიმართ დღესაც ხორციელდება სწორედ რომ დისკრიმინაციის გამოხატულებაა, ოღონდ შეფარულად, ამაზე მეტყველებს ასევე აღშფოთება უმცირესობისთვის სპეციალური უპირატესობის მიცემაზე.შესაძლოა ჩვენ პოზიტიური აქტივობა განვახორციელოთ რომელიმე ჯგუფის წევრის მიმართ, რომელიც არ მოგვწონს, რათა მომავალი დისკრიმინაციული ქცევა გავამართლოთ. დისკრიმინაციის დაფარვა ასევე შესაძლოა მოხდეს დისკრიმინაციის სამიზნისთვის უპირატესობის მინიჭებით.

მინდა, მცირე რამ ასევე ვთქვა პრეჯუდისების ჩამოყალიბების მიზეზებზე. ამის მიზეზი ხშირად ხდება რესურსების ნაკლებობა. კარგად ვიცით, რომ ისეთი საგნები, როგორებიცაა - კარგი სახლი, სამსახური, ანაზღაურება შეზღუდულია და არასაკმარისი.ამიტომ მათ მოსაპოვებლად ბრძოლა გვიწევს, ასეთი კონკურენცია კი ხშირად პრეჯუდისებში გადაიზრდება.

ადამიანებს ასევე ტენდენცია აქვთ საზოგადოება გაყონ ორ ნაწილად - "ჩვენ" და "ისინი" . "ჩვენ" - კატეგორიას კი უმრავლეს შემთხვევაში მეტად პოზიტიურად აღვიქვამთ, სხვების კატეგორია კი ნეგატიურადაა დანახული.


პრეჯუდისები შესაძლოა შეძენილი იყოს გამოცდილებით, რაშიც დიდ როლს თამაშობს მშობლების, თანატოლების, მასწავლებლებისს და მასმედიის ფაქტორი. ბავშვები ხშირად ბაძავენ მშობლებს, იზიარებენ მათ შეხედულებებს, მოზარდობის ასაკში კი წინა პლანზე თანატოლთა წრე და მათი შეხედულებების მიმღებლობა წამოიწევს, მასმედიას რაც შეეხება, ადვილი შესამჩნევია, რომ მაგ. ეთნიკური უმცირესობები თუ სხვა სახის უმცირესობათა წარმომადგენლები ნეგატიურ ასპექტში არიან ნაჩვენები, ან თუნდაც კვლავ ქალებისა და მამაკაცების შემთხვევას რომ დავუბრუნდეთ- სარეცხი საშუალებების რეკლამებს ქალბატონები აკეთებენ ხოლო სოლიდურ თანამდობობებზე, ოფისებში მამაკაცები გვხვდებიან.

იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები შევამციროთ, კარგი იქნება თუ ზედაპირულ მახასიათებლებს არ დავეყრდნობით ადამიანების განხილვისას, საჭიროა მეტი კონტაქტი განსხვავებულ ჯგუფებს შორის, უნდა ვიფიქროთ თითოეული ნაბიჯის გადადგმისას დავიფიქროთ მომავალე თაობაზე, რას ვასწავლით მათ, რა იდეებს ვუნერგავთ.

0
100
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ლურსმანაშვილი
ელენე ლურსმანაშვილი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0