x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ფიგურისა და ფორმის ფსიქოლოგია რეკლამაში
image

კვლევებით
დადასტურებულია, რომ ფორმას, ისევე როგორც ფერს, ადამიანზე ემოციური გავლენის მოხდენა
შეუძლია. ასევე დადასტურებულია, რომ ეკრანის ფორმასა (რაზეც ობიექტია განლაგებული)
და გამოსახულების ზედაპირის ფორმას ორგანიზებული მთლიანობის ეფექტი აქვს. კვადრატული,
სამკუთხა, მრგვალი, ოვალური პლაზმური ზედაპირები სხვადასხვაგვარად იპყრობენ მაყურებლის
ყურადღებას. ჩვეულებრივ, უბრალო, გეომეტრიული ფიგურები უფრო მარტივად აღქმადი და დასამახოვრებელია
ადამიანისთვის, ვიდრე რთული და არასწორი, არასიმეტრიული ფიგურები.


მხატვარმა
წინასწარ იცის რა ნაწილზე უნდა მიაქცევინოს მაყურებელს ყურადღება. როგორც წესი, კვადრატის
კუთხე პერცეპტუალურად აქტიურ ზონას წარმოადგენს. ამიტომ. შემთხვევითი არ არის მხატვრების
ტრადიცია, პორტრეტები ოვალში ხატონ. კუთხეებმა არ უნდა მიიზიდოს ყურადღება სახის გამოსახულების
ნაცვლად.


ფსიქოლოგებისთვის
ცნობილია ზოგიერთი ხერხი, თუ როგორ უნდა მიიზიდონ ადამიანის ყურადღება ფორმების საშუალებით,
რათა ობიექტი მარტივად აღქმადი იყოს. უმეტესად, ეფექტური ხერხია ყურადღების მიზიდვა
ერთი ელემენტის ცალკე განყენებით სხვებთან შედარებით. ასე რომ, უფრო ნაკლებად გამოკვეთილი
კვადრატის კუთხე განცალკევებული გამოდის მისი გამოსახულების სივრცესთან შედარებით და
ყურადღებას მეტად იზიდავს. დადასტურებულია, რომ არაარსებით ფორმასაც შეუძლია ყურადღების
მიპყრობა და ძლიერი გავლენის მოხდენა.


ადამიანების
დამოკიდებულება ფორმებისადმი ინდივიდუალური და სუბიექტურია, როგორც სხვა დანარჩენის
მიმართ. ამიტომაც, შემთხვევით არ იკვლევენ გრაფოლოგები კალიგრაფიის სუბიექტურ ნიშნებსა
და მწერლის სუბიექტურ ფაქტორებს. მხოლოდ კალიგრაფიაშია
შესაძლებელი გარკვეული ნიშნების გამოკვეთა და მათზე ყურადრების გამახვილება.


განსაკუთრებული
მნიშვნელობა გავლენის მოხდენაზე ენიჭება ხაზების ფორმებს აღქმის თვალსაზრისით. ირკვევა,
რომ სწორი, ვერტიკალური, ან ჰორიზონტალური ხაზები ასოცირდება სიმშვიდესთან, სიმკვეთრესა
და სოლიდარობასთანაც, მოღუნული, მოდრეკილი კი მიმზიდველობასა და სანდომიანობასთან.
თუმცა ეს ყველაფერი განსაკუთრებულ შემთხვევებში მოქმედებს. მაგ. რაც უფრო ხშირია ჰორიზონტალური,
ან ვერტიკალური ხაზები და რაც უფრო კონტრასტულია ფერები მათი გამოკვეთისთვის, უფრო
მეტად უსიამოვნოდ გამოიყურება ის და შესაძლოა თავბრუსხვევამდეც მიგვიყვანოს. ამ მდგომარეობამდე
მიდის ადამიანი, რომელიც სტრესულ სიტუაციაში. ზიგზაგისეული ხაზები
იძლევიან მკვეთრი ცვლილების, ძალების კონცენტრაციისა და სწრაფი ენერგიის გამოთავისფლების
შთაბეჭდილებას. დისბალანსირებული ფორმები დისკომფორტის შეგრძენას იწვევენ. უბრალო და
სიმტრიული ფორმები „იკითხებიან“ სხვა ფორმებთან შედარებით ყველაზე სწრაფად.


ფერის
აღქმა ასევე ფორმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა გამოსახულებაშია იგი მოქცეული. ერთი ფორმა
ხაზს უსვამს რომელიღაც ფერის მნიშვნელობას, მეორე ფორმა კი პირიქით, აქვეითებს მას.
ყოველ შემთხვევაში, ხასხასა ფერი სვეტიან ფორმაში ამძაფრებს ფერის სიმკვეთრეს. (მაგ.
ყვითელი ფერი სამკუთხა ფორმაში. ) „რბილი“ ფერები ზრდის თავის მოქმედებას მრგვალ ფორმებში
(მაგ. ცისფერი წრეში). ფორმას, ისევე როგორც ფერს, გააჩნია საკუთარი „მგრძნობიარე და
ზნეობრივად“ გამოკვეთილი ღირებულება.


რეკლამაში
ეს გამოკვეთილი ხარისხი ფორმისა და ფერის სინქრონულად უნდა მოქმედებდნენ, ისინი ერთმანეთს
უნდა ებმებოდნენ. 3 ძირითადი ფერისთვის: წითელი, ყვითელი და ცისფერი, ასევე 3 ძირითადი
ფორმისთვის: კვადრატი, სამკუთხედი და წრე უნდა შეირჩეს მათთვის მისადაგებული გამოსაკვეთი
ხასიათის ნიშნით.


კვადრატი,
მატერიის სიმბოლოა, იგი ორი ჰორიზონტალური
და ვერტიკალური თანაბარი სიგრძის ხაზებისგან შედგება, მიზიდულობისა და მკაცრი საზღვრების
ერთიანობით. ამიტომაცაა, რომ განვიცდით დაძაბულობას, როცა გვინდა კვადრატის სწორ გვერდებსა
და წვერებს მოქმედება გამოვახატინოთ. ყველა ფორმას, რომელიც აგებულია ჰორიზონტალური,
ან ვერტიკალური ხაზებით, ატარებს კვადრატის ფორმის ხასიათს. როგორიცაა ჯვარი, მართკუთხედი,
ხვეული და ა.შ. კვადრატს შეეფერება წითელი ფერი, როგორც მატერიის ფერი. წითელი ფერის
სიმძიმე და გაუმჭვირვალობა შეესატყვისება კვატრატის სტატიკურობასა და მძიმე ფორმას.


სამკუთხედის
ფორმა შედგება 3 ურთიერთგადამკვეთი დიაგონალებისგან. მისი მახვილი წვეროები მებრძოლ
და აგრესიულ შთაბეჭდილებას ტოვებენ. სამკუთხედთან ითვლება დიაგონალური ხასიათის ყველა
ფორმა, როგორიცაა რომბი, ტრაპეცია, ზიგზაგი და მისთანანი. სამკუთხედი აზრონების, ფიქრის
სიმბოლოა და მისი ფორმა კარგად შეედრება ღია
ყვითელ ფერს.


წრე
გეომეტრიული ფორმაა, რომელიც იქმნება გარკვეული წერტილის შესაბამის ზედაპირზე მოძრაობის
შედეგად. განსხვავებით მძიმე და დაძაბული კვადრატის მოძრაობისა, წრის მოძრაობა და მოქმედება
ჩვეულ მდგომარეობას წარმოადგენს და ქმნის დასვენებისა და დაძაბულობის მოხსნის შთაბეჭდილებას.
წრე მუდმივი მოქმედებისა და ჰარმონიულობის სიმბოლოა. ასტროლოგიური მზის სიმბოლოს წრე
წარმოადგენს, რომლის ცენტრიც წერტილია. წრეს მიაკუთვნებენ ყველა გამოზნექილ მრგვალ
ფიგურას: ელიფსი, ოვალი, ტალღოვანი ფიგურები, პარაბოლები და ა.შ. წრის უწყვეტ მოქმედებას
შეესაბამება ცისფერი ფერი.


რაც
შეეხება ელიფსს, მას უფრო სუბიექტური მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე კვადრატსა და დანარჩენ
ფიგურებს, რომლებსაც ძალიან ბევრი სიმეტრია აქვთ.


ჯამში შეიძლება
ითქვას, რომ კვადრატი სიმბოლოა უმოძრაო მატერიისა, სამკუთხედი საკუთარი თავის გამომკვეთი
ყველა კუთხით და აზრიანობის სიმბოლოა, წრე მოძრავი სულის.


მეორეხარისხოვან
ფერებს რაც შეეხება, მაგ. სტაფილოსფერს შეიძლება შევუსაბამოთ ტრაპეცია, მწვანეს სპეციფიური
სამკუთხედი და იასამნისფერს ელიფსი. ასე რომ, როცა ფერი და ფორმა ერთმანეთთან სიმკვეთრისა
და გამოხატვის თვალსაზრისით შეესაბამება, მაყურებელზე გავლენა ორმაგდება. სურათი, რომლის ზემოქმედებაც
განისაზღვრება ძირითადად ფერით, უნდა ექვემდებარებოდეს ფორმას. თავისი ფერის გადაწყვეტილებით
ფორმიდან უნდა მოდიოდეს.


კუბისტები
განსაკუთრბეულ მნიშვნელობას ფორმის პრობლემას ანიჭებდნენ და ამიტომაც ფერისადმი რედუცირებული
განწყობით იყვნენ, უკლებდნენ მათ ნახატებში გამოყენებულ რაოდენობას . ექსპრესიონისტები და ფუტურისტები ერთნაირად
გამოხატავდნენ ინტერესს როგორც ფორმების, ასევე ფერებისადმი. იმპრესიონისტები ფერს ანიჭებდნენ უპირატესობას. რასაც სუბიექტური
დამოკიდებულებით გამოხატავდნენ ფერთან დამოკიდებულებაში, იყენებდნენ ფორმასთანაც.


ამასთანავე,
მნიშვნელობა აქვს რეკლამაში შრიფტის გამოყენებასაც. განსხვავდება რეკლამირებული პორდუქტების
შრიფტები. მაგ. აქსესუარების რეკლამა იმავე შრიფტით არ უნდა გაკეთდეს, როგორიც მაგალითად,
ონკანი. მიჩნეულია, რომ მსხვილი შრიფტი უფრო მძიმე საგნების რეკლამირებისთვის გამოიყენება,
ასევე მათთვის, რაც უფრო საიმედოა და დროს უნდა გაუძლოს. მაგ. ტექნიკა. წვრილი - ნატიფი
და ლამაზი საგნების რეკლამირებისთვის. შრიფტი
გოთური სახით ტრადიციური და ძველი ნივთებისთვისაა.



და
ბოლოს, ფიგურების აღქმა რეკლამაში მოკლე მიმოხილვა:






– უბრალო გეომეტრიული ფიგურები უფრო მარტივად
აღქმადია, ვიდრე რთული;


– „ოქროს წესზე“ დაფუძნებული
და აგებული ფორმები მეტად მომგებიანია;


– მართკუთხედები უფრო
ეფექტურია ვიდრე მრგავლი ობიექტები, მაგრამ, თუ საგაზეთო (ჟურნალის) გვერდზე სწორკუთხოვანი
მაკეტებია, უფრო მომგებიანი იქნება ჩვეულებრივი, კონტრასტული მასთან ფიგურები: წრე, ოვალი,
სამკუთხედი. (შესაბამისად, წრეებთან ერთად მეტად კონტრასული კუთხიანი ფიგურები იქნება).


– ფიგურა, რომელიც
მეტად გრძელია, ვიდრე ფართო, უფრო ეფექტურია, ვიდრე მაღალი და წვრილი, ან უფრო დიდი
სიგანეში, ვიდრე სიმაღლეში;


– უფრო მეტად გამოკვეთი

ლი

ფიგურის წვერი მეტად ყურადღებამისაქცევია. (მაგ სამკუთხედი, ოთხკუთხედი, მიუხედავად
მისი ადგილმდებარეობისა)


– სამკუთხედები და ელიფსები უფრო მიმზიდველია,
ვიდრე კვადრატი და წრე;


– გრძელი და ვიწრო
ილუსტრაციები ეფექტურია მარტო იმ შემთხვევაში, როცა მათზე გამოსახულია შესაბამისად
გრძელი და ვიწრო ობიექტები.


აღსანიშნია,
რომ განსაკუთრებული ყურადღება გეომეტრიულ ფიგურებს უნდა მივანიჭოთ რეკლამაში იმ შემთხვევაში,
როცა მათში მოთავსებული არ არის ილუსტრაციები, ან როცა იგი აბსოლუტურად უინტერესოა.
თუ ილუსტრაცია საინტერესოა, მაშინ რეკლამისთვის უმჯობესია ავარჩიოთ უფრო მეტად უბრალო,
სადა, ჰარმონიული, ჩვეულბრივი, „ნეიტრალური“, ფორმა, რომელიც ყურადღებას არ გადაიტანს
საკუთარ თავზე. უმეტესობა შემთხვევებში ასეთია მართკუთხედი, რომელიც „ოქროს წესზე“
დაფუძნებითაა აგებული.



თამარ მაღლაკელიძე


0
182
1-ს მოსწონს
ავტორი:თათა მაღლაკელიძე
თათა მაღლაკელიძე
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0