x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სოციალური დადასტურება და მარკეტინგული პრინციპები

წარმოიდგინეთ სურათი:
მიდიხართ ქუჩაში და ტროტუარზე ხედავთ გაწოლილ ადამიანს. მას გვერდით ჩაუვლით და გაიფიქრებთ:
„ალბათ, მთვრალია და ძინავს.“ ის რომ ცუდად ყოფილიყო, აუცილებლად მიხვიდოდით და დახმარებას
შესთავაზებდით. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ თქვენსავით კიდევ ათობით ადამიანი გაიფიქრებდა.
ის მწოლიარე ადამიანი კი შესაძლოა მართლა ძალიან ცუდად იყო.


მეორე მაგალითი. წარმოიდგინეთ
სადღაც ხართ და უცებ გესმით ხმა: „გაიქეცით, თავი გადაირჩინეთ!“ დიდი ვარაუდით, თქვენ
ბრბოსთან ერთად გაიქცევით და სინამდვილეში რა მოხდა, ამის გამორკვევას გვიან ეცდებით.
ყველას გაგვიგია „ბრბოს ეფექტი“, როცა ადამიანი პიროვნულობას კარგავს და მთელი მასა
ერთ ნაცრისფერ ნაწილად, ბრბოდ გადაიქცევა. ეს სოციალური დადასტურების მაგალითია.


ე.ი. სოციალური დადასტურება
გავლენაა, როდესაც ადამიანები დასკვნებს სხვა ადამიანების აზრისა და ქცევის გათვლისწინებით
იღებენ.


სოციალური დადასტურება
მარკეტინგში


გაიხსენეთ ყველამ საკუთარი თავი, როცა რაიმე
ტექნიკის ყიდვა გადაგიწყვეტიათ და პროდუქციას საიტზე არჩევთ. რას აკეთებთ ამ დროს?
უპირველეს ყოვლისა, არჩევთ პროდუქტს, შემდეგ უყურებთ რეიტინგსა და სხვა ადამიანების
გამოხმაურებას, შემდეგ ისევ პროდუქტის მონაცემებსა და ფასს. სხვა სიტყებით რომ ვთქვათ,
თქვენ ცდილობთ გადაწყვეტილება სხვა ადამიანების აზრის გათვალისწინებით მიიღოთ. სახეზე
ძალებისა და გონებრივი შესაძლებლობების ეკონომიურობაა. თქვენ მათ ზოგავთ.


ყველაზე კარგად სოციალური დადასტურება ციფრებთან
მუშაობს. ისევ ჩვენი გამოცდილება გავითვალისწინოთ. ადამიანების უმრავლესობა ჯგუფებში
წევრიანდება მომხმარებლების რიცხვის გათვალისწინებით. ისინი მოქმედებენ ეფექტით: „ხომ
არ შეიძლება მილიონი ადამიანი ცდებოდეს, მეც გავწევრიანდები, არ მომეწონება და ამოვეშლები,
რა პრობლემაა.“ თუმცა, საპირისპირო ეფექტიც
მოქმედებს: „თუ ჯგუფში მხოლოდ 100მდე ადამიანია
გაწევრიანებული, მაშინ ბევრი იფიქრებს, რომ ის ნაკლებად საინტერესო და ღირებულია,
არ ღირს დროის დაკარგვა.“ იმავე ეფექტით მოქმედებს
საიტებზე მნახველების რაოდენობა. თუ დროის განმავლობაში მხოლოდ 6-7 ვიზიტორი ფიქსირდება
საიტზე, ის აქტუალურობას კარგავს.



imageსოციალურ დადასტურება მარკეტინგში:



1. კლიენტების რაოდენობა

უბრალოდ
მიუთითეთ თქვენს მომხმარებლებზე. მაგ. თქვენ შექმენით ალკოჰოლიზმისგან განკურნების
საიტი. ამ დროს, არა მარტო მომხმარებლების რაოდენობას, არამედ განკურნებულთა რიცხვსაც
უთითებთ. სხვები ნახავენ, თუ რამდენად რეალურია გათავისუფლება სენისგან, ე.ი. მათაც
შეუძლიათ იმავეს გაკეთება და უფრო მეტად გენდობიან თქვენ.





2. გამოხმაურებები

ვიდეოები,
ფოტოები, წარმატების ისტორიები - ეს ყველა გამოხმაურება დაგეხმარებათ ადამიანების მეხსიერებაზე
გავლენის მოხდენაში, თქვენ ხომ უკვე მოგმართეს. და არა მარტო ამ პროექტისას, ზოგადად
გამოხმაურებები მარკეტინგულად საკმაოდ ძირეულად შემუშავებული საკითხია, რაზეც მაგალითი
განვიხილეთ ზემოთ. GetCandid.com თუ დავუჯერებთ,
კვლევებით დადასტურებულია, რომ ის კლიენტები, რომლებთაც მსგავსი შინაარსის ვიდოები
აქვთ ნანახი, 5ჯერ მეტი რაოდენობით იძენენ პროდუქციას, ვიდრე ისინი, ვისაც არ აქვს
ნანახი.





3. გვერდზე ექსპერტის მოსაზრება

ახალ
ტრენაჟორს სთავაზობთ მომხმარებელს? მთელ გვერდზე ექიმის მოსაზრება გაწერეთ. ეს ნდობით
უზრუნველგყობთ. ექსპერტები ყველაზე კარგი მეთოდია საიტზე სოციალური დადასტურების მიღების.
ამის შედეგად კოლეგები კოლეგებს აწვდიან ინფორმაციას და რაა ამაზე უკეთესი? თუ ციფრების
მოყვანა პროდუქტს რიცხობრივ ღირებულებას აძლევს, რეკომენდაციები პროდუქტის ისტორიას
ქმნის.





4. ცნობილი ადამიანების აზრები

ამის
განხორციელება საკმაოდ რთულია. მაგრამ, თუ გამოვა, ეფექტისთვის ლოდინი დიდხანს არ მოგიწევთ.
ეკრანისა და ესტრადის ვარკვლავები, სპორტსმენები და პოლიტიკოსები, მწერლები და მხატვრები.
მოკლედ, ნებისმიერი ფართო აუდიტორიისთვის ცნობადი სახე. ეს ექსპერტთა აზრის საკმაოდ
ადეკვატური ჩანაცვლებაა. მთავარია დაადასტუროთ, რომ ამ „სელებრითთან“ მართლაც იმუშავეთ
საკითხზე.





5. „ბესტსელერები“

ეს
პრინციპი ინეტერნეტ-მაღაზიებს კარგად მიესადაგება. ყველაზე მეტადგაყიდული საქონლის
ჩამონათვალის მომხმარებელზე მიწოდება. ეს მათ მართლა ძალიან აინტერესებთ. ამას ძალიან
ეხმარება „ამას ყველა ყიდულობს“ ფენომენი.
როცა თქვენ ირჩევთ რაიმე პროდუქტს კალათში ცასაგდებად, საიტზე მის მსგავსს შემოთავაზებას
გიკეთებენ.





6. გახდით ექსპერტი

თუ თქვენს კომპანიაში ვინმე გამოცდილი წევრია რომელსაც ბევრჯერ მოუწონეს
სამუშაო, ნიშნავს რომ იგი ექსპერტად აირჩიეს, რაც მეტ ნდობასა და სასურველობას იწვევს
სწორედ ეს ითვლება სოციალური დადასტურების ერთ-ერთ გზად მარკეტინგულ გათვლათა შორის.


7. სოციალურ ქსელში გავრცელება

სოციალურ
მარკეტინგს როგორც ფანები, ასევე მოძულეებიც ყავთ. საჭიროა მომხმარებელს პროდუქციის
შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გამოვუქვეყნოთ, სადაც ისინი საჯაროდ თქვენი კამპანიის
განხილვას დაიწყებენ და ეს უკვე რეკლამაა.





გასათვალისწინებელია, რომ:





65% მოზარდი მომხმარებლებისა ერთ სოციალურ ქსელში მაინც არიან დარეგისტრირებულები;
40% მომხმარებლისა ავტორიზაციას სოციალური ქსელით გადის და არა უბრლაოდ ვიზიტორის სახით;
68% კლიენტებისა სოც ქსელს იყენებს პროდუქციის გამოხმაურებების სანახავად;
50% ადამიანებისთვის სოც ქსელი უკუკავშირისთვის გამოიყენება;
131%-ზე მეტი მომხარებლებისა დროს ატარებენ სოციალურ ქსელზე, რომელთაც შეუძლიათ რეკომანედაცია
გაუწიონ თქვენს პროდუქტს, ან მათი პროფილებით გაგიზიაროთ კონტექსტი მასთან დაკავშირებით.




თამარ მაღლაკელიძე



















0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:თათა მაღლაკელიძე
თათა მაღლაკელიძე
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0