x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებები და პროფესიის არჩევა

image

ინდივიდუალური თავისებურებების
ბუნება ორგ

ვარია. ისეთი განსხვავებები, როგორიცაა ინტერესები და მიდრეკილებები ხასიათდება არასტაბილურობითა და არამდგრადობით. ამიტომ მათი გათვალისწინება რაიმე მიზნისთვის მხოლოდ

განვითარების სტიმულირებით შეიძლება.

არსებობს
ინდივიდუალური მახასიათებლების მეორე, უფრო მდგრადი სახე, რომელთაც ვერც შევცვლით და
ვერც უყურადღებოდ დავტოვებთ, მათ გარშემომყოფებზეც აქვთ გავლენა ურთიერთობისას.

ჩვენ
ინდივიდუალურ ხასიათს ყოველ ქცევაში ვავლენთ, რომელსაც განსხვავებულ სიტუაციებში ვახორციელებთ,
ამის საფუძველი კი ისეთი თავისებურებაა, რომელიც დამოკიდებულია ნერვულ სისტემაზე.

ნერვულ
სისტემაში გამოყოფენ სიძლიერეს, როგორც ძალა და სისუსტე (იმის მიხედვით, თუ რამდენად
გამძლე ვიქნებით ამა თუ იმ სიტუაციაში, გავუმკლავდებით სამუშაო სირთულეებს) და ასევე
მოქმედებიანობას, აქტიურობა და ინერტულობა (ცვლის სისწრაფე და აგზნება-შეკავების პროცესის
სიჩქარე)

ძლიერი
ნერვული სისტემის მქონე ადამიანებს ახასიათებთ მეტი შრომისუნარიანობა, სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, მათ ნერვულ უჯრედებს დიდი ხანი შეუძლიათ მიიღონ და გასცენ ნერვული იმპულსები
დაუღალავად. სუსტი ნერვული სისტემის მქონეებთან საქმე პირიქითაა, რაც მათ ქცევას განაპირობებს.
ასეთი ადამიანები ხშირად მშვიდები, ჩუმები, ფრთხილები და დამჯერები არინ. მათ არ შეუძლიათ
ხანგრძლივი დროით ხმაურიან ადგილებში ყოფნა, მუდმივად აქტიურობა, რადგან მათ მალე დალევად
ენერგიას ეწინააღმდეგება. ხშირად მიდრეკილები არიან აკურატულობისკენ, გამოირჩევიან
მაღალი შთამბეჭდავობით. უჩვეულო გარემო, უცხო ადამიანების ყურადღება მათზე ფსიქიკური
წნეხის სახით მოქმედებს, რაც გაღიზიანებით გამოიხატება. ასეთ დროს ისინი იკარგებიან,
ვერ პოულობენ საჭირო სიტყვებს, ვერ პასუხობენ კითხვებს. ასეთი ტიპის ადამიანები საკუთარ
თავში დაურწმუნებლები არიან, ვერ იტანენ კრიტიკას, ეშინიათ წარუმატებლობის.

ძლიერი
ნერვული სისტემის მქონეები სულ სხვადასხვაგვარად გამოიყურებიან: ფხიზელი, საკუთარ თავში
დარწმუნებული, სწავლისა და მუშაობისას არ იძაბებიან, საქმეს მარტივად აკეთებენ. მუდამ
ენერგიული და მოქმედებისკენ არიან მზად, თითქმის არასდროს იქანცებიან და დუნდებიან.
საქმეში ჩართვისას არ განიცდიან სიძნელეებს. იმაზე პროდუქტულად მუშაობენ, ვიდრე სხვებს
შეუძლიათ. ამასთანავე, მათ ძლიერ და ზებუნებრივ გამღიზიანებლებზეც კი ადექვატური რეაქცია
აქვთ, როცა სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირები ამას განიცდიან და იტანჯებიან.

აქედან
გამომდინარე, ნერვული სისტემა უზრუნველყოფს ემოციონალურ, ფსიქოლოგიურ გამძლეობას გამღიზიანებლების
მიმართ და ამასთანავე ამაღლებს ექსპტრემალური სიტუაციებისადმი საიმედოობას. ძლიერი
ნერვული სისტემის ადამიანი ჩვულებრივ რთულ სიტუაციას მარტივად უმკლავდება, დროის დეფიციტის
მიუხედავად მარტივად იღებს რთულ გადაწყვეტილებებს, არ იბნევა. ეს კი აუცილებელი მახასიათებელია
იმისათვის რომ შეუფერხებლად იმუშაოს სისტემამ „ადამიანი-მანქანა.“


პროფესიები, რომლებშიც შესაძლოა რთული, სასიცოცხლოდ
საშიში სიტუაციები იყოს არც თუ ისე ბევრია, თუმცა მათი სამუშაოსას ელემენტარული შეცდომის
დაშვებაც სავალალოა ( მფრინავი, ავიადისპეჩერი, ქირურგი, მეხანძრე, მაშველი, მეშახტე.)



ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევებით ირკვევა,
რომ სტაჟი, ასაკი და სამუშაო გამოცდილებაც უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე რთულ სიტუაციებში
შესაბამისი რეაგირება და ეს ყველაფერი ნერვულ სისტემაზეა დამოკიდებული. ძლიერი ნერვული
სისტემის მქონე პირები ავარიის, სტიქიური უბედურების ან ხანძრის დროს მოქმედებენ სწრაფად,
თავს აკონტროლებენ, ცდილობენ სიტუაცია არ გაუარესდეს, ლიკვიდაცია მოახდინონ და საქმე
გამოასწორონ. სუსტი ნერვული სისტემის მქონეები კი პანიკაში ვარდებიან, შესაძლოა სიტუაცია
გააუარესონ, დატოვონ ადგილი, ან დაკარგონ მოქმედების უნარი. შესაბამისად, სამუშაოსთვის
მნიშვნელოვანია ისეთი კადრი, რომელსაც დროული რეაგირება შეეძლება და იმდენად არც ასაკზე
და არც გამოცდილებაზე ყოფილა დამოკიდებული, რამდენადაც ინდივიდუალურ მახასიათებელზე.



ამიტომ, საჭიროა
ფსიქოკონსულტანტის ჩარევის მეშვეობით «სუსტები“ მოერიდონ ექსტრემალური საჭიროების მქონე
სამუშაოებს, რომელთაც თანამშრომელი გვერდს ვერ აუვლის. რაც შეეხება, მაგალითად, ექიმის პროფესიას, „სუსტებმა“
არ უნდა აირჩიონ ქირურგია, ან რეანიმატოლოგობა, მაგრამ შეუძლიათ სანიტარობა, ფარმაცევტობა,
თერაპევტობა ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ სუსტები უფრო სენსიტიურები არიან სიზუსტისაკენ,
ისინი მცირედი უზუსტობით ასრულებენ ერთსა და იმავე მონოტონურ სამუშაოს. მათ შეუძლიათ
ისეთი პროფესიის დაუფლება, როგორიცაა: პროგრამისტი, იუველირი, მიკროსქემების ამწყობი.
მაღალი მგრძნობელობითა და სუსტი ნერვული სისტემით ხასიათდებიან ადამიანები, რომლებთაც
შეუძლიათ სხვებთან კარგი ურთიერთობის დამყარება, ტიპი „ადამიანი-ადამიანი“, რასაც ვხვდებით
მხატვრებთან, მუსიკოსებთან, ხელოვან ადამიანებთან.

გადავიდეთ მოქმედების სიძლიერესა დ სისუსტეზე, აქტიურობა/ინერტულობაზე.
აქტიური ტიპისთვის დამხასიათებელი ნიშანია მაღალი ტემპი, ერთი ტიპის სამუშოდან მეორეზე
სწრაფი გადართვა, სისწრაფე, ყურადღების კარგი გადანაწილება სხვადასხვა საქმეზე. ინერტული
ნერვული სისტემის მქონეები პირიქით არიან.მათ ახასიათებთ სინელე, აუჩქარებლობა, როგორც
სამუშაოს შესრულებისას, ასევე გადაადგილებისას და საუბრის დროს. ისინი სწრაფად ვერ
იგებენ ინსტუქციებს, გონებაში ნელა და დეტალურად ამუშავებენ ინფორმაციას, თითეოულ რეპლიკას.
ნათელია, რომ მათ გაუჭირდებათ სამუშაოს დროის დეფიციტის დროს შესრულება, თუმცა, ამ ტიპის
ადამიანებს სასარგებლო მახასიათებელი აქვთ. ისინი მეტად დაფიქრებულად, ორგანიზებულად
და გეგმიურად მუშაობენ, მაშინ, როცა „აქტიურებს“ უარყოფითი ბევრი თვისება აქვთ, ისინი
ერთიდან მეორე სამუშაოზე გადასვლას ისწრაფვიან თანაც ისე, რომ არც დაამთავრონ წინა,
შეუძლიათ პრობლემის სიღრმისეული ჭვრეტა ისე, რომ მხოლოდ ზედაპირული ცოდნა მიიღონ რეალურად.
რა თქმა უნდა ეს ნიშნები თანდაყოლილი არ არის.ამ ტიპის ადამიანებისთვის და აუცილებლად
ყველა მათგანს ასე დეტალურად არ ახასიათებს, რადგან გავლენას ადამიანებზე ახდენს აღზრდა,
სწავლება, თვითრეგულაცია, მოქმედებისა და ქცევის თვითოკორექცია და თვითდისციპლინა.



სწორედ ამიტომ, სამუშაოს შესრულების სისწრაფეზე
დამოკიდებულ პროფესიებს უნდა დაეუფლონ მეტად აქტიური ტიპის პიროვნებები, ხოლო აუჩქარებელ
და ეფექტურად შესასრულებელ სამუშაოებს ინერტულებიც ძალიან კარგად გაუმკლავდებიან. ყველაზე
იდეალური იქნება ის კომპანია, რომელიც გაითვალისწინებს ამ მახასიათებლებს თანამშრომლებთან
და მათ შესაბამის სამუშაოს შესთავაზებს, რაც როგორც კოლექტივს, ასევე კომპანიას არგებს
საქმის დროულად და ეფექტურად გაკეთების მხრივ.

კიდევ
ერთი მახასიათებელი ნერვული სისტემისთვის გაწონასწორებულობაა, რომელიც დამოკიდებულია
აღგზნებისა და შეკავების ძალის ხარისხსა და მის ბალანსზე. გადაჭარბებული აღგზნება-შეკავების
სუსტი პროცესით არ არის რეკომენდირებული ისეთი პროფესიებისას, რომელთაც თან ახლავთ
ნერვული დაძაბულობა. ასეთი ადამიანი მიდრეკილია მოულოდნელი აშლილობებისკენ, ამიტომ
მას მეტად წყნარი სამუშაო სჭირდება. პირიქით ხდება, როდესაც შეკავება ძალიან მაღალია
და საჭიროა სწრაფი ტემპი და ხშირი გარდაქმნა.

სწორედ
ნერვული სისტემის განხილულ მახასიათებლებზე, ძალას, სიძლიერესა და აქტიურობაზეა დამოკიდებული
ადამიანის ტემპერამენტის ნიშნების დახასიათება.










თამარ მაღლაკელიძე


0
71
შეფასება არ არის
ავტორი:თათა მაღლაკელიძე
თათა მაღლაკელიძე
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0