x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თანამედროვე კინოს გრძელცხვირიანი "გენიოსი" მსახიობი - მერილ სტრიპი

imageკოლეგები "მათი თაობის გენიოსს" უწოდებენ. მერილ სტრიპი თანამედროვეობის უდიდესი მსახიობია - ორჯერ გახდა "ოსკარის" პრემიის ლაურეატი და რეკორდსმენია ნომინაციების რაოდენობით. ამ ყველაფერს კი დაუღალავი შრომითა და თანდაყოლილი ნიჭით მიაღწია. მსახიობობამდე მერილ სტრიპი ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა სასწავლებელში სწავლობდა, იელის უნივერსიტეტის დრამატულ სკოლაში მაგისტრის ხარისხი მიიღო, ნიუ ჯერსის უმაღლეს სკოლაში კი ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა.

ყმაწვილქალობაში თურმე ძალიან წუხდა თავისი გარეგნობის გამო, რადგან ლირიკული როლისთვის შეუფერებელი გარეგნობა ჰქონდა. გამხდარი, ახლომხედველი, უსწორმასწორო კბილებითა და გრძელი ცხვირით. აი, რას წერდა მსახიობი საკუთარ გარეგნობაზე წლების შემდეგ: - "ჩემს ანარეკლს რომ ვუყურებდი, მეგონა, მოწყენილი თევზი მიმზერდა".image

როცა ის პატარა იყო, გოგონა მერილს სიმღერა უყვარდა, ამიტომ მშობლებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, კვირაში ერთხელ გოგონა ნიუ-იორკში სიმღერის მასწავლებელთან დაჰყავდათ. მშობლების მონდომებას და სურვილს უკვალოდ არ ჩაუვლია. ვოკალურ პარტიებს ფილმებში "კომპანიონები" და "მამა მია" მსახიობი თავად ასრულებს.
ყოველი ფილმი მერილ სტრიპის მონაწილეობით მოვლენა იყო, მაგრამ პირად ცხოვრებაში ყველაფერი ასე წარმატებით როდი ეწყობოდა. მძიმე სენმა მას პირველი სიყვარული, მსახიობი ჯონ კაზალე წაართვა. საყვარელი ადამიანის გარდაცვალებამ მერილი მძიმე დეპრესიაში ჩააგდო.წლების განმავლობაში ჰოლივუდის ვარსკვლავი შოკირებული გახლდათ, მაგრამ იღბალმა ისევ გაუღიმა და მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მოსიყვარულე მამაკაცი გამოჩნდა. "ის თითქოს ღმერთმა გამომიგზავნა" - ასე იხსენებდა მერილ სტრიპი შეხვედრას მოქანდაკე დო გამერთან.imageდღეს მსახიობი ბედნიერია: ჰყავს მოსიყვარულე მეუღლე, ოთხი შვილის დედაა და ჩვენი დროის უდიდესი მსახიობი.მერილ სტრიპის უფროსი ვაჟი ჰენრი ვოლფ ჰამერი 34 წლისაა და მსახიობმა დედამ თავად შესთავაზა შვილს ქეით ჰოლმსის კანდიდატურა სარძლოდ.image

2
240
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
240
  
2015, 19 სექტემბერი, 19:33
მიყვარს ეს ქალი ნამეტნავად, მაგარია, ქონდე სგრზელი ცხვირი ზაან უხდება
2015, 29 აგვისტო, 10:39
მერილ სტრიპმა 3-ჯერ მიიღო ოსკარი. წინასწარ კარგად მოიძიეთ ინფორმაცია და შემდეგ გამოაქვეყნეთ სტატია
0 1 2