x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
7 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ნესვი

აღმოსავლეთში ამბობენ, რომ ნესვი აცოცხლებს ტუჩებს, ალამაზებს თმას, მამაკაცს სასურველს ხდის, ქალს კი – მშვენიერებს მატებს. და ეს, სულაც არ არის გადაჭარბებული ნათქვამი. ნესვის უამრავი სასარგებლო თვისება ჩვენს ორგანიზმში თუ საოცრებას არ ახდენს, ძალიან სერიოზულად ეხმარება ბევრი ფუნქციის შესრულებას.

შეიცავს ფერმენტების დიდ რაოდენობას, რომელსაც არაჩვეულებრივად ითვისებს ნაწლავები, რაც ეხმარება მას ნორმალურად მუშაობაში. როგორც წამალი, ნესვის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქციისას. ექიმების რეკომენდაციით მისი მიღება სასარგებლოა ღვიძლის ნებისმიერი დაავადების დროს, თირკმელებსა და შარდის ბუშტში კენჭების არსებობის შემთხვევაში. ამას გარდა, ნესვი ამაღლებს იმუნიტეტს და ჰემოგლობინს. დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ნერვიულ სისტემაზე და პოზიტიურად მოქმედებს გარეგნობაზე. გამოაქვს ტოქსინები ჩვენი ორგანიზმის უჯრედებიდან.

თუმცა, ყურადღება უნდა გაამახვილოთ ერთ რამეზე – არ შეიძლება ნესვის მიღება სხვა პროდუქტებთან ერთად! ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს საჭმლის მომნელებელ სისტემას.


image


რა სარგებლობა მოაქვს ნესვს:


1. კიბოს პროფილაქტიკა


კაროტინოიდების დონე ამ პროდუქტში – ყველაზე უტყუარი საშუალება ფილტვების კიბოს პროფილაქტიკისთვის. რაც უფრო მეტ ნესვს მიირთმევთ, მით უფრო ნაკლებია

სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის ალბათობა თქვენს ორგანიზმში.



image


2. სისხლძარღვების დაავადებებისა და ინსულტის პრევენცია


ანტიკოაგულანტისა და ადენოზინის შემცველობის წყალობით, ნესვი არ აძლევს სისხლის უჯრედებს თრომბებად გადაქცევის საშუალებას, რაც ამცირებს ინსულტის განვითარების რისკებს. როდესაც ნესვს მიირთმევთ, ეს ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, სპილენძის არსებობა კი ამ ნაყოფს სრულყოფილ ელექტროლიტად აქცევს, რომელიც აკონტროლებს არტერიულ წნევას.


image


3. ხელს უწყობს წონაში კლებას


ნესვი აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესს, არეგულირებს მჟავის დონეს კუჭში. ვიტამინი В აუმჯობესებს ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსს და ეხმარება ზედმეტი კილოგრამებისაგან გათავისუფლებაში. ნესვის გემო ანელებს მაღალკალორიული შოკოლადისა და ტკბილეულის ჭამის სურვილს, რაც ხელს უწყობს სხეულის კორექციას.

image


4. ხელს უწყობს კანის სილამაზეს


კოლაგენი – ელასტიური კანის ყველასათვის ცნობილი წყარო, რომელიც გავლენას ახდენს უჯრედის მემბრანების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. ასევე, ეს ცილა ახორცებს

მცირე ჭრილობებს და კანს უფრო მკვრივს ხდის. ხშირად მიირთვით ეს ნაყოფი ან გააკეთეთ მისგან ნიღბები – კარგად ატენიანებს გაუხეშებულ და გამომშრალ კანს.

image


5. გამოაქვს ორგანიზმიდან შლაკები


თუ გაქვთ ეგზემა ან გაწუხებთ თირკმელები, მაშინ მიირთვით ნესვი. მისი შარდმდენი უნარი ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას. იმისათვის რომ შლაკებისგან მთელი დღის მანძილზე გათავისუფლდეთ, ეს ნაყოფი დილაობით უნდა მიირთვათ.


image


6. ცნობილი ანტიოქსიდანტი


რა იცით ვიტამინ А –ზე? რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას და სახის კანს ხავერდოვანს ხდის. ფლავონიდების არსებობა ამ ნაყოფში, ორგანიზმს იცავს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან და ასევე სხვადასხვა ორგანოს ონკოლოგიური დაავადებების კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა, მათ შორისაა – საშვილოსნო, ფილტვები, მკერდი და კუჭქვეშა ჯირკვალი. როდესაც ნესვს მიირთმევთ, ამით თქვენი სხეულის უჯრედებს კაროტინოიდებს აწვდით, რაც ხელს უშლის ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენას და ამით დადებით გავლენას ახდენს თვალის ბადურაზე.


image


7. ბევრი დაავადების საწინააღმდეგო საშუალება


უარს ნუ იტყვით საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭოთ – მიირთვით ნესვი არა მხოლლოდ შემოდგომით, მთელი ზაფხულის მანძილზეც, რითაც სასარგებლო ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების წყაროს შეიძენთ თქვენი ორგანიზმისთვის.




0
802
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
802
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0