საზოგადოებრივი მოხუცებულობის ასაკის თავისებურებები 2015, 28 აგვისტო, 15:30 მოხუცებულობის ასაკზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს.შეიძლება უძილობა ყოველთვის ჩაითვალოს ისეთ ჩვეულებრივ ატრიბუტად რაც სიბერეს ახლავს, როგორც ჩაღარა თმა და ნაოჭები? ასაკთან ერთად იცვლება ძილის თავისებურებები, თუმცა უძილობა არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად ასაკოვან ადამიანებში.65 და მეტი წლის ადამიანების დაახლოებით ნახევარი, რომლებიც ცხოვრობენ სახლში, მოხუცთა სახლში და სხვა მსგავს დაწესებულებაში განიცდის ძილის პრობლემებს. თუმცა ეს დარღვევები არ წარმოადგენს სიბერის განუყოფელ ნაწილს, ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს პირველადი ძილის დარღვევით, რაიმე დაავადებით და ასევე გარკვეული სახის მედიკამენტების მიღებით.მიუხედავად პრობლემის ხასიათისა თითქმის ყოველთვის შესაძლებელია დახმარება. ძილის პრობლემები განხილული უნდა იქნას ნორმალური ასაკობრივი ცვლილებების კონტექსტში.კვლევის მიხედვით 60-დან 80-წლამდე ასაკის ადამიანებისთვის დამახასიათებელია ძილის შემდეგი თავისებურებები:1.საშუალოდ ასაკოვან ადამიანებს სძინავთ 6-6, 5 საათი, მიუხედავად იმისა რომ საწოლში შეუძლიათ დარჩნენ 8საათი;2.მიუხედავად იმისა, რომ ასაკოვანი ადამიანები ძილში ატარებენ მეტ დროს, ვიდრე ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები, ღამის ძილის ხანგრძლივობა შეიძლება ვარირებდეს 4-5 დან 9საათამდე ან მეტი.ასაკოვანი ადამიანების რთულად იძინებენ, საათობით წვალობენ ჩასაძინებლად;3.გარდა ამისა, მოხუცებულები 210 1-ს მოსწონს
|