x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დაბნეული პინგვინების ახალი პარტია "ილიაუნიში" და რჩევები პირველკურსელებს
image
სოციალური ქსელის მომხმარებელი, სახელწოდებით "სტუდენტი ილიაუნიდან" რჩევებს აძლევს "ილიაუნის" პირველკურსელებს და ულოცავს მათ უნივერსიტეტში ჩაბარებას:


"დაბნეული პინგვინების ახალი პარტია მოგვექანება!!


რამდენიმე რჩევა ჩვენგან:


1) არ არის აუცილებელი ეზო პირველ დღესვე ხველებით აიკლოთ ... სიგარეტის მოწევაზე სახლში ივარჯიშეთ..
2) არავინ ეწინააღდეგება ზაზას..
3) პირველ დღეს ნუ მიაწყდებით ვერანდას... ვერანდაზე სვეწკაობა ეგეთი ადვილი არაა ...
4) ბიბლიოთეკაში აუცილებელი არაა წიგნი აიღოთ და მეგობრებთან ეგრე იჭორავოთ ...
5)პირველივე ლექციაზე წინ ნუ წამოიჭიმებით და განათლებას ნუ გადმოაფრქვევთ, განსაკუთრებით გია ჯოხაძესთან
6)შთა - თქვენი ტანჯვა აქ იწყება...
7) არ ეჯაჯგუროთ კარს..დაელოდეთ როდის გააღებს ვინმე და მოასწარით შესვლა...
8) მეცნიერება და ხელოვნების ბავშვები ნუ გაირჯებით ახლობლებისთვის იმის ახსნით თუ რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ, მაინც ვერაფერს გაიგებენ...
9) ილიაუნის სამართლის ხალხი ძალიან ნუ შეიტყობთ რომ იქ ვერ მოხვდით სადაც გინდოდათ...
10) ბიზნესის ბავშვებო თქვენ თავიდანვე უნდა გეფიქრათ რომ 4X 2250 ად მშვენიერი მცირე ბიზნესის წამოწყება შეიძლება...
11) უკანა გასასვლელის წინ რომ 50 თეთრად მაგარი ყავა იყიდება მაგას არავის ვეტყვი.



გილოცავთ ჩაბარებას !!"

0
188
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0