x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
დაქვრივებული ალი და ქანდაკების ახალი ვერსია - ვინ შეცვალა "ალი და ნინო"
image
თამარ კვესიტაძის ნამუშევარი, ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, 2011 წლის ზაფხულში დადგეს. თუმცა იმის გამო, რომ სკულპტურას ზღვამ საძირკველი დაუზიანა, მისი სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა. სამწუხაროდ, როგორც ცნობილია, ქანდაკების დემონტაჟის დროს ნინოს მონუმენტი დაზიანდა.


ამ ფაქტს, რა თქმა უნდა ფეისბუქის მომხმარებელთა კომენტარების გარეშე არ ჩაუვლია - "ალი დაქვრივდა" -წერენ სოციალურ ქსელში.


გივი თარგამაძე - "დღეს ახალი ბათუმის სიმბოლოს, ალი და ნინოს ქანდაკების დემონტაჟისთვის უძველესი, უხარისხო ამწე გამოიყენეს და შედეგად ყველასთვის საყვარელი ქანდაკება დაამსხვრიეს. იმავე დროს ჩემს მეზობლად, საპატრულო მანქანებით საგულდაგულოდ გადაკეტილ მოსაშვილზე უთანამედროვეისი ამწე მეათე სართულის სახურავზე გაშენებულ ნაძვნარში, ლარის გამჩანაგებელი მთავრობის უნიათო ვითომხელმძღვანელთან ეზიდებოდა კომფორტისთვის დამატებით კომპონენტებს. აქ ყველაფერმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა."

თამარა ჩერგოლეიშვილი - "დაამტვრიეს გადატანის მცდლობისას. "ყველაფერს უხარისხოს აკეთებდნენ ნაციონალები და იმიტომ".

კობა სუბელიანი - "დავით აღმაშენებლის იმხელა ძეგლი გადავიტანე მისხალი არ დაზიანებია, ამათ რა ღმერთი უწყრებათ ყველაფერში ასე ბლაგვები როგორ არიან".

გიორგი ბარამიძე - თალიბანი და ISIS გვყავს ქვეყანაში თუ რა ხდება, სულ გადაირივნენ?

ეკა ხერხეულიძე - აჭარის ჩლუნგო მთავრობა, ბათუმში თუ მიშას ნაკვალევის წაშლას ალი და ნინოს ქანდაკების მონგრევით ცდილობთ, ეგ არ უშველის, მთელი ქალაქის დანგრევა მოგიწევთ და მიადექით ყველა შენობა-ნაგებობას, რასაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველი.

გოგა ხაჩიძე - "ლარი და ნინო" გააფუჭეს!



საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი "ალი და ნინოს" ქანდაკების დემონტაჟს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არის რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის შურისძიება.

"დღეს დილით, ბათუმში რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა "ალი და ნინოს" ქანდაკება დაანგრია" - წერს სააკაშვილი.



დაზიანებული სკულპტურის საკითხს თავისებურად გამოეხმაურა ცნობილი ფოტოშარჟების ავტორი ნუგზარ მეტრეველი, რომელმაც "ფეისბუქზე" "ალი და ნინოს" ალტერნატიული ვერსია გამოაქვეყნა.


image












გაიზიარა.

0
446
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0