x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ზვიგენური რეალობა" ავსტრალიაში 6 მეტრიანი ზვიგენი აღმოაჩინეს!
ავსტრალიის ერთ-ერთ სანაპიროზე აღმოაჩინეს 6 მეტრიანი ზვიგენი. კონტინენტის

ყველაზე ლამაზ და პოპულარულ სერფ-პლიაჟზე, Lennox Head-ზე დაჭერილმა ზვიგენმა მნახველები შოკში ჩააგდო....



image



ნაპოვნი ზვიგენი სამწუხაროდ (შეიძლება საბედნიეროდაც) მკვდარი აღმოჩნდა.


ადამიანებმა, რომლებმაც ეს გიგანტური, ვეხფხვისებურთა ოჯახის ზვიგენი

ნახეს ემოციებს ვერ მალავდნენ, ზოგს შიში ზარი ეცა. გაბედულებმა და რისკიანებმა

ზვიგენს ძალიან ბევრი ფოტო გადაუღეს სხვდასხვა კადრებში.


ჯოფ ბრუკსმა, რომელიც ერთ-ერთი რისკიანი ადამიანი იყო, გადაუღო

ზვიგენს რამოდენიმე ფოტო, მისი ფოტოები Facebook-სა და ინსტაგრამზე რეკორდულ მოწონებას აღწევს....


image


ეს იყო გიგანტური მკვდარი ზვიგენის ფოტოები. ახლა ვნახოთ კიდევ ერთი

რისკიანი ადამიანი, ეს არის დოკუმენტური ფილმების რეჟისორი დიევ რიგსი!

მან შიშს სძლია და ავსტრალიაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ზვიგენებს, თეთრ ზვიგენებს

ძალიან ახლოდან რამოდენიმე ფოტო გადაუღო.


imageimageimage

imageimage


ზვიგენები მილიონობით წელი უკვე რაც არსებობენ! ეს უკვე ყველანაირად

დამტკიცებულია. მაგრამ რის დახმარებით ცხოვრობენ ამდენ ხანს?! მეცნიერების

აზრით მათ ხანგრძლივ ცხოვრებაში ეხმარებათ კბილების და ყბის აღნაგობა.


image


ზედა და ქვედა კბილები 4 ან 5 რიგად არის განლაგებული, კბილების რაოდენობა

იცვლება სხვადასხვა ზვიგენისებურთა ოჯახის წევრებზე. ყველა ზვიგენს

კბილების უკან დამატებითი კბილებიც აქვთ!


image


კვების მომენტში მოტეხილ კბილებს, ეს სარეზერვო კბილები ცვლიან.

ცვლილება მიმდინარეობს ძალიან სწრაფ ტემპში. ისინი კბილებს იცვლიან რამოდენიმე

დღეში, ან მაქსიმუმ რამოდენიმე კვირაში....!


image


წიაღისეული ჩანაწერების მიხედვით, ზვიგენების არსებობა 400 მილიონი წელია!


image


აქვთ თითისტარისებრი სხეული, ხუთ-ხუთი სალაყუჩე ხვრელი (ექვს-ექვსი — მხოლოდ ტროპიკულ ცხვირხერხას და ზოგ პრიმიტიულ ზვიგენებს), ორი ზურგის ფარფლი. კუდქვეშა ფარფლი არ აქვს მხოლოდ ქიცვიან ზვიგენებს ანუ კატრანს, პოლარულ ზვიგენებს, ცხვირხერხას და ზღვის ანგელოზს. ზვიგენების სხეული დაფარულია პლაკოიდური ქერცლით. პირი დიდია, თავის ქვემო ნაწილში მოქცეული. საცურავი ბუშტი არ გააჩნიათ. ბინადრობენ ტროპიკულ, ზომიერ და არქტიკულ ზღვებში. ნამარხი ფორმები ცნობილია კარბონული პერიოდიდან. ამჟამად რიგში გაერთიანებულია 10 ოჯახი. ზვიგენების სხეული სხვადასხვა ზომისაა: გიგანტური ზვიგენების (Cetorhinus maximus) სიგრძე 20 მ აღწევს, კატისებრი ზვიგენების (Scyliorhinus canicula) 1 მ, ხოლო შავი ქიცვიანი ზვიგენებისა (Spinax spinax) — 47 სმ.


image


ზვიგენების სიძლიერის დამადასტურებელი ერთ-ერთი ფაქტია ცურვა....

თუ ისინი ცურვას შეწყვეტენ, მაშინ მოყვებიან ზღვის ფსკერზე. ამიტომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ცურვისთვის ენერგია სჭირდებათ... ისინი ყოველთვის ცდილობენ გაცურონ ვერტიკალურად, რათა ყველაზე ძალიან მაშინ უმარტივდებათ

მოძრაობა წყლის ქვეშ!


image


დღესდღეობით დედამიწაზე არსებობს ზვიგენების 350 სახეობა.


image


ზვიგენების სხვა თევზებთან შედარებით უპირატესობას განაპირობებს, მათი

გრძნობათა ორგანოები. ზვიგენებს ეს ორგანოები საკმაოდ კარგად აქვთ

განვითარებული და ისინი ყველანაირ საშიშროების მოახლოვებას მალევე გრძნობენ...



image


ზვიგენებს ასევე შეუძლიათ სისხლის სუნის შეგრძნება 3 კმ მოშორებით...


image





პ.ს

ეს იყო დღეისთვის ცოტა რამ ზვიგენებზე, ეს ისეთი თევზია, რომ საუბარი

შესაძლოა ვერც კი დაასრულოთ, ამიტომ ამ სტატიაში შეძლებისდაგვარად

გადმოგეცით ცოტა, მაგრამ საინტერესო ინფორმაცია...


იმედია მოგეწონებათ...


არმატებულ დღეს გისურვებთ....













სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი














2
2591
17-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2591
  
2016, 13 ივნისი, 11:40
კაია საინტერესოა
2015, 27 აგვისტო, 11:23
დედა, რა იყო ეს:))) გავაზიარე.
0 1 2