კიდევ ერთი სენსაცია შოუბიზნესის სამყაროში! - 70 წლის ამერიკელი მსახიობი დედა გახდა ( ვარსკვლავები, რომლებმაც შვილები 40 წლის შემდეგ გააჩინეს )
![კიდევ ერთი სენსაცია შოუბიზნესის
სამყაროში! - 70 წლის ამერიკელი მსახიობი
დედა გახდა ( ვარსკვლავები, რომლებმაც
შვილები 40 წლის შემდეგ გააჩინეს ) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201508/2015082710380630087.jpg)
ამერიკელი მსახიობი და მწერალი, არა ერთი პრემიის ნომინანტი, როგორიცაა " ოქროს გლობუსი" და " ტონი", რომელიც ძირითადად ფანტასტიკური ფილმების ვარსკვლავია, ჯერ 51 წლის ასაკში გახდა ტყუპების დედა. მსახიობი ედრიენ ბარბო 47 წლის ასაკში მეორედ გათხოვდა და მისი სიბერის ოცნება მეორე ქმართან შვილის გაჩენა იყო.როგორც წყარო წერს, მსახიობს დიდხანს მოუწია ლოდინმა, შეწყვიტა ნერვიულობა, ოცნება და ცხოვრების დინებას მიჰყვა, მაგრამ სასწაული მოხდა და ედრიენ ბარბოს ბავშვი კვლავ გაუჩნდა 70 წლის ასაკში, რის გამოც ის გინესის რეკორდსმენი გახდა. დღემდე ისტორიას არ ახსოვს, მსგავსი ფაქტი.
ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი წყვილის სტატუსი დიდხანს შეინარჩუნეს იტალიელმა მახიობმა და 90 - იანი წლების სექსსიმბოლომ მონიკა ბელუჩმა, რომელმაც პირველი შვილი 40 წლის ასაკში გააჩინა. ექვსი წლის შემდეგ კი მონიკამ ვენსან კასელს მეორე ვაჟი ლეონი 45 წლის ასაკში აჩუქა.მონიკას არასოდეს ბეზრდება იმის გამეორება, რომ დედა 40 წლის შემდეგ გახდა: - "მე ბედნიერი ვარ, რომ არა ვარ 20 წლის, რადგან შემიძლია ჩემს შვილებს სწორედ ამ ასაკში მივცე ყველაფერი, რისი მიცემაც შემიძლია და რაც მათ უნდათ".
პოპის დედოფალმა მადონამ პირველი შვილი 38 წლის ასაკში გააჩინა, 19 წლის ლუდრეს მარიო ჩიკონე, რომელიც მოდის სამყაროში დგამს პირველ ნაბიჯებს, ხოლო 57 წლის პოპ ვარსკვლავმა მეორე ვაჟი როკო ჯონა რიჩი რეჟისორ გაემ რიჩისგან გააჩინა.
ბრიტანელი მსახიობი, პროდიუსერი და მწერალი ჯეინ სეიმური, რომელსაც " ოქროს გლობუსის", " ემმის" პრემიები აქვს მიღებული, არც თუ სახარბიელო პირადი ცხოვრებით გამოირჩეოდა, რამდენადაც მსახიობი ოთხჯერ იყო გათხოვილი.44 წლის ასაკში მან ტყუპები გააჩინა და 20 წლის შემდეგ ანუ 64 წლის სეიმურმა კიდევ ერთი შვილი გააჩინა მსახიობისა და რეჟისორისგან ჯეიმს კიჩისგან, რომელსაც ვარსკვლავი 2013 წელს დაშორდა.
"ოსკაროსანი" მსახიობი და არა ერთხელ " ოქროს გლობუსის" მფლობელი ჯინა დევისი კინო ინდუსტრიის ისტორიაში ერთ - ერთ ყველაზე ლამაზ ქალბატონად იყო აღიარებული.მსახიობმა 59 წლის ასაკში მესამე შვილი გააჩინა და მსოფლიო შოუბიზნესის სამყარო მას ყველაზე ინტელექტუალურ დედად იცნობს - წერს წყარო.
შოუბიზნესის კიდევ ერთ საოცრებად თვლიან 54 წლის სოლანჟე კოუტუს დაქორწინებას 30 წლით უმცროს სან - კრისტოვან დონა ჟურაზე.ქარიზმატულმა ბრაზილიელმა მსახიობმა კიდევ უფრო განაცვიფრა თავისი გულშემატკივრები, როცა მან 54 წლის ასაკში ბავშვი გააჩინა სრულიად ახალგაზრდა მეუღლისგან და თან შეძლო წონაშიც დაეკლო 43 კილოგრამი.![კიდევ ერთი სენსაცია შოუბიზნესის
სამყაროში! - 70 წლის ამერიკელი მსახიობი
დედა გახდა ( ვარსკვლავები, რომლებმაც
შვილები 40 წლის შემდეგ გააჩინეს ) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201508/2015082710530930087.jpg)
ბრიტანელი მსახიობი და სატელევიზიო სერიალის გმირი ტინა მელოუნი მეორედ გახდა დედა 52 წლის ასაკში. მან არა ერთი ტრაგედია გადაიტანა ახალგაზრდობაში, როცა მცირეწლოვანი ბავშვი დაეღუპა. ნერვიულობაზე ტინამ სასტიკად მოიმატა წონაში, მაგრამ 60 კილოგრამი ისევ დაიკლო, ჯანმრთელობა გაიუმჯობესა და ბავშვის გასაჩენად მოემზადა.
ჰოლივუდის ერთ - ერთი ყველაზე სექსუალური ვარსკვლავი, დიდებული მსახიობი ჯულიანა მური თავისი ახალგაზრდა მეუღლით, რომელიც მასზე 10 წლით უმცროსია სრულიად ჰარმონიულად ცხოვრობს ამ შეშლილ სამყაროში. მსახიობმა საყვარელი მამაკაცისგან 54 წლის ასაკში პატარა ჯულიანა გააჩინა - წერს წყარო.
ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი კელი პრესტონი, რომელიც ჯონ ტრავოლტაზე დიდი ხნის წინ დაქორწინდა, უდიდესი ტრაგედიის მომსწრე წყვილია ჰოლივუდში, რომელთაც 16 წლის შვილი გარდაეცვალათ. მსახიობი წლების სემდეგ ისევ დაფეხმძიმდა და მან 52 წლისამ კიდევ ერთი შვილი გააჩინა.
გასულ კვირაში გინესის რეკორდების წიგნს კიდევ ერთი გერმანელი ქალბატონი 65 წლის ანერგეტ რაუნიგი შეემატა, რომელსაც უფროსი შვილი 40 წლის ჰყავს და ცნობისათვის ეს იყო უკვე მე - 14 მშობიარობა ამ გერმანელი ქალისა.ან კიდევ 67 წლის ტყუპი ბიჭების დედა მარია დელ კარმენ ბუსადა და რუმინელი წარმოშობის ადრიანა ილიესკუ, რომელმაც 66 წლისამ გააჩინა ბავშვი.