x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ტორტი „ფრანკფურტის გვირგვინი“
ფრანკფურტის გვირგვინი


მასალა ცომისთვის:


დარბილებული კარაქი - 250 გრ.


შაქარი - 250 გრ.

მარილი - 1 მწიკვი

ლიმონის ცედრი წვენით - 1 ჩ. კ.

შაქრიანი ვანილი - 10 გრ.

კვერცხი - 5 ცალი

ფქვილი - 400 გრ.

სახამებელი - 100 გრ.

გამაფხვიერებელი - 2, 5 ჩ. კ.

რძე - 80 მლ.


მასალა კრემისთვის:


ვანილის პუდინგის ფხვნილი - 1 პაკეტიტორტი „ფრანკფურტის გვირგვინი“

რძე - 500 მლ.

შაქარი - 3 ს. კ.

დარბილებული კარაქი - 250 გრ.

შაქარის პუდრი - 200 გრ.


და ასევე:


ალუბლის ან წითელი მოცხარის ჯემი - 150 გრ.
მოხლილი და დაფქული თხილი - 300 გრ.

ალუბალი მოსართავად

26 სმ. დიამეტრიანი ფორმა კექსისთვის




მომზადება:


1. გაახურეთ ღუმელი 180 ° C ზედა და ქვედა შეთბობით.

2. ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაფიფქეთ ფქვილი.

3. კერამიკულ თასში, ერთმანეთს შეურიეთ კარაქი და შაქარი > დაუმატეთ ვანილი და

ლიმონი > იქამდე თქვიფეთ, ვიდრე შაქარი სრულად არ გადნება > დაამატეთ კვერცხი,

ცალ-ცალკე და ყოველი დამატების შემდეგ, კარგად ათქვიფეთ.

4. ერთმანეთს შეურიეთ ახლადგაცრილი ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი > კარაქიან მასას დაამატეთ ფქვილისა და სახამებლის ნარევი > ყველაფერი კარგად აურიეთ და ფრთხილად დაამატეთ რძე და ასევე, ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთს.

5. ცომი მოათავსეთ გამზადებულ ფორმაში და ბისკვიტი გამოაცხვეთ, დაახლოებით, 1 სთ. მანძილზე, შუა თაროზე (ბოლო წუთებზე, ხის ჩხირით შეამოწმეთ).

6. გამზადებული გვირგვინი ოდნავ შეაგრილეთ ფორმაშივე და შემდეგ გადმოაბრუნეთ ცხაურზე გასაციებლად.

7. კრემის მოსამზადებლად, პუდინგის ფხვნილი გახსენით 4-5 ს. კ. რძეში > დანარჩენ რძეში ჩაყარეთ შაქარი და დუღილამდე მიიყვანეთ, თან სულ ურიეთ > ჩაასხით მასში რძიანი პუდინგი, ისევ დუღილამდე მიიყვანეთ, თან სულ ურიეთ, როდესაც შესქელდება, ცეცხლიდან გადმოდგით > შეურიეთ შაქრის პუდრი.

8. ათქვიფეთ კარაქი, თქვიფეთ იქამდე, ვიდრე ფუმფულა მასა არ მიიღებთ > შეათქვიფეთ თითო-თითო სუფრის კოვზი მოხარშული და კარგად გაგრილებული (ცივი) პუდინგიანი მასა.

9. კრემი კარგად ათქვიფეთ.

10. ტორტის ბისკვიტი გაჭერით სამ ნაწილად.

11. ტორტის ქვედა ფენას გადაუსვით ჯემი > ჯემის ფენას გადაუსვით კრემო და ზემოდან დააფარეთ მეორე ფენა > ამ ფენაზას გადაუსვით მხოლოდ კრემი, ჯემის გარეშე > დარჩენილი კრემი (ცოტა გასაფორმებლად გადაინახეთ) წაუსვით აწყობილ ფენების ყველა მხრიდან > ტორტის ზედაპირი მთლიანდა დაფარეთ თხილის ნაფხვენით.

12. ზემოდან ტორტი კრემით და ალუბლით გააფორმეთ.

2
480
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
480
  
2015, 27 აგვისტო, 14:51
რეცეპტში მითითებული # 7 პუნქტი (ვანილის პუდინგი), შეგიძლიათ ამ მასალით მომზადებული მოხარშული კრემით ჩაანაცვლოთ: რძე -500 მლ, ფქვილი - 60 გრ, შაქარი - 180 გრ, მარილი - ½ ს. კ, კვერცხი 2 ცალი, კარაქი - 2 ჩ.კ. და ვანილი 1 ჩ. კ. - ეს არის სახლში მომზადებული პუდინგის შემადგენლობა.
პუდინგის პაკეთში, ალბათ, კვერცხი არის ფხვნილის სახით, ვანილი, მარილი და ფქვილი.
2015, 27 აგვისტო, 14:13
ერთი შეკითხვა მაქვს, ეს პუდინგი, რომელიც ფოტოზეა, გამოგიყენებიათ? მე არ გამომიყენებია და მაინტერესებს თუ ვარგა. როგორც ვხვდები საბოლოოდ რაღაც მოხარშული კრემის მსგავსი მიიღება არა?
0 1 2